უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა ვიდეომიმართვაში გათავისუფლებულ ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის რაოდენობაზე ისაუბრა:
“ბუჩა, ირპენი, ჰოსტომელი – ქალაქებია, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან და პოსტაპოკალიპტური საშინელებათა ფილმების სცენარს წარმოადგენენ.
რუსული ჯარების მიერ ჩადენილი დანაშაულებების მსხვერპლთა შორის არიან: გაუპატიურებული ქალები, რომლების დაწვა სცადეს; მოკლულნი არიან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები; მოკლულნი არიან ბავშვები, მოხუცები და მამაკაცები; მოკლულებს ხელები აქვთ შეკრული და აღენიშნებათ წამების ნიშნები; უმრავლესობა ასევე მოკლულია თავში გასროლით.
ისეთ დანაშაულებებზე, როგორიც არის ყაჩაღობა, ძვირფასეულობებისა ან სარეცხი მანქანების გაქურდვა – საუბარიც ზედმეტია. ეს აუცილებლად იქნება გათვალისწინებული პროკურატურის, სამართალდამცავი ორგანოებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოების მიერ.
სხვა სიახლეები დღეს აღარ იქნება. მსოფლიო უნდა აღშფოთდეს იმის გამო, რაც ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში მოხდა. სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, რომ სხვა ქალაქებში უკეთესი ვითარება არ არის. თუმცა, უკრაინის შეიარაღებული ძალები, თავდაცვის სხვა ძალები და უკრაინის სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მოძებნონ და დასაჯონ დამნაშავეები,” – განაცხადა ოლექსი არესტოვიჩმა.