ამინომჟავა – თიროზინი მედიცინის ძაღლის თავი-თიროზინშია დამარხული-ექიმი მარინა ტოტოჩავა

ამინომჟავა – თიროზინი
მედიცინის ძაღლის თავი —-თიროზინშია დამარხული.
შენი ჯანმრთელობა და საერთოდ სიცოცხლე, ქორიზმატ მუტაზას პრეფენატად გადაქცევის პროცესის ჯანსაღად მიმდინარეობაზეა დამოკიდებული. ყველაფერი, მათ შორის ——-ფსიქიკური სტატუსი, ვიტილიგო , ეგზემა ფსორიაზი, ჩიყვი, შაკიკი,არტერიების და სისხლძარღვების მდგრადობა; ინფარქტი, ინსულტი და კიდევ უამრავი დაავადება, ამ პროცესზეა უშუალოდ დაქვემდებარებული.
ბავშვი მენტალობაშეზღუდული გაიზრდება და იდიოტს დაუძახებენ ,თუ——– გენიოსი და ლიდერი გაიზრდება და ყველა მას მიბაძავს————–ეს მთლიანადაა დამოკიდებული, ექიმის მიერ თიროზინის ცვლის სწორად გაკონტროლებაზე.
ყველა დეტალის სრულყოფა ქმნის ჯანმრთელობას. მაგრამ, მათ შორის თიროზინი საკვანძოა. თითქმის, ყველა თემაში ვაჟღერებ თიროზინს, რადგან ის სიცოცხლის ღერძია. სირცხვილიც კი არის, იმ ქვეყანაში, რომელიც მთლიანად ენდემიური კერაა იოდდეფიციტის და ყოველ მესამეს ან ჩიყვი ან ან ჩიყვთან ასოცირებული დაავადება აქვს ———–თიროზინზე მეტი წარმოდგენა არ ჰქონდეს ადამიანებს და მედიცინაში მეტი რუდუნებით არ კონტროლდებოდეს ის. ყველაფერი რომ გვერდით გადავდოთ——–თუ აკონტროლებ თიროზინს ,არ იქნება დაავადება—– ჩიყვი. ეს პოსტულატია თანამედროვე ევროპული მედიცინის. მისი კონტროლი და მასზე სრული წარმოდგენა, რომ იყოს, მაშინ ფარისებრი ჯირკვლის ექოზე, პატარა გადახრებით დასკვნის ფურცელი ,არ იქნებოდა სანაგვე ყუთში მოსროლილი. ფარისებრი ჯირკვალი დიდი ეკრანია .მისი პაწაწინა გადახრის გამოხატულება, დიდი , ფარული პრობლემების მანიშნებელია .გახსოვდეთ, პაწაწინა ზედმეტი ჩანართის უკან, რომელსაც ყურადღების ღირსადაც არ თვლიან, დიდი პრობლემები იმალება .სავალდებულო არ არის, ეს პრობლემა მხოლოდ ჩიყვს ეხებოდეს .ფარისებრი ჯირკვალი, უამრავი პათოლოგიის მანიშნებელი ეკრანია. მედიცინის ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლოები ,პატარა დეტალებში იმალება ყოველთვის. თიროზინის ცვლა დეტალურად რომ კონტროლდებოდეს, ჩიყვზე აღარ იქნებოდა ერთი და იმავე და დაუსრულებელი დანიშნულებები. თიროზინის ფუნქციების სრულად ჩამოთვლა შეუძლებელია, იმდენ დროს და ტექსტის სიდიდეს მ ოითხოვს. დავასახელებ რამდენიმეს————————კარგი განწყობა და უბედურების შეგრძნების არარსებობა; ინფორმაციის სწორად აღქმა და ტვინის კოგნიტური სიმყარე; დეპრესიის, სტრესის ,შფოთის არარსებობა;ფსიქიატრიული დაავადებების აცილება ; ყ ურადღების კონტენტრაციის უნარი და მაღალი დონის მყარი მენტალობა ;ნიჭიერების გამოვლინება; სტრესების ამტანობა და და ადვილად გამკვლავება, ისე ,რომ რეალურად აიცილო სწრაფი ინფარქტი და ინსულტი; ყველაზე მეტი ცილების შექმნა ; ცილის დაშლის და დეგრადაციის სრული კონტროლი ;ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების სრული კონტროლი; ასევე სხვა ჯირკვლების . თავად თირკმელზედა ჯირკვალი იდუმალი აგენტივითაა. ის აკონტროლებს და მართავს ყველა დაავადებას. როგორი სიჯანსაღითაც მოძრაობენ თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები, ისეთივეა ადამიანის ჯანმრთელობა. თირკმელზედა ჯირკვალზეა დამოკიდებული, რომელიმე ანთება გადავა თუ არა ქრონიკულში . ხოლო, თიროზინი კი, ბატონობს როგორც თირკმელზედა ჯირკვალზე ისე მთელს ორგანიზმზე. რაც შეეხება იმას, რომ თუ არ მოხდება, ფარ ისებრის და საერთოდ ,ჩიყვების მკურნალობის დროს თიროზინის მართვა, ამას უკვე თანამედროვე მედიცინაში ——–თერაპიულ კრეტინიზმს ეძახიან. ვისაც ჩემთან უმკურნალია, მიხვდება, რომ თიროზინის კონტროლი ჩემთვის პრიორიტეტულია.ა სევე, თიროზინის ფუნქციებია——–ძილის კონტროლი ;მეტაბოლიზმის სრული კონტროლი——- დიაბეტიდან და სიმსუქნიდან დაწყებული ყველაფრის; ბავშვის სრულფასოვანი ზრდა-განვითარების კონტროლი——- ფიზიკური სიჯანსაღიდან ტვინის მომწიფების ჩათვლით. მეტყველების , სმენის, გართულებული აუტიზმის; გართულებული დაუნის სინდრომის და უამრავი პედიატრიული სფეროს დაავადებების პრობლემების სათავე დაუბალანსებელ თიროზინშია. თუ ჩიყვის მკურნალობის დროს ,თიროზინი სამიზნეზე არ არის, მაშინ ეს ,არასწორი და უშედეგო მკურნალობა იქნება. თიროზინის გარეშე, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არც წარმოიქმნება და არც რეგულირდება. თიროზინს მთლიანად უჭირავს ხელში ,ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ბიოსინთეზი. ის ჩიყვების და არამარტო მათი, ყველა პროცესის რუხი კარდინალია,რომლის გარეშე არ არის ადამიანის სრული ჯანმრთელობა. თიროზინი პირველად ყველში აღმოაჩინეს. თიროზინის სინთეზი ფენილალანინიდან ხდება ღვიძლში,სადაც ღვიძლის ფერმენტი—-ფენილალანინჰიდროქსილაზა აკეთებს ამას. ფენილალანინის ცვლის რეაქციებში, ერთი დეტალიც თუ მოშლილია, თიროზინი სრულფასოვნად ვერ ფუნქციონირებს და ჩიყვი არ გაუმჯობესდება . ის და სხვა დაავადებები, ამ დროს, ქრონიკულად აზიანებს ადამიანებს. თიროზინი მართავს ტვინში შაქრის სინთეზს და ღვიძლში კეტონურ სხეულებს. ამ პროცესის სწორი მართვა ,ერთი მძლავრი ხერხია ადამიანის დედამიწაზე დამაგრების და ხანგრძლივი სიცოცხლის. თიროზინის ცვლა თუ ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს, მაშინ გაკონტროლებულია კეტონური სხეულები. რა არის კეტონური სხეულები? კეტონური სხეულების წარმოქმნა ღვიძლში ხდება. ისინი ენერგიის მარაგი და წყაროა———კუნთებში, გულში, ტვინში. მათი ნორმის გარეშე ———-ადამიანი დამბლავდება ადვილად, გული ავადდება, სისხლძარღვები და არტერიები ჩლუნგდება და ადვილად იფენს ქოლესტერინს და სხვა შლაკებს; გული ადვილად ჩერდება ;ადამიანი უძლურდება, კაცებს პოტენცია უქრება; დიაბეტი მძიმე ფორმაში მიდის ; განგრენის შანსი მეტია; ადამიანი ადვილად სუქდება და სხვა. თიროზინის ჯანსაღად მართული კეტოგენეზი, ხარისხიანი მეტაბოლიზმის ხერხემალია. ხარისხიანი მეტაბოლიზმი ნიშნავს—– ჯანმრთელ და ხანგრძლივ სიცოცხლეს. კეტონური სხეულების ბირთვია——-აცეტოცეტის მჟავა, რომელიც ღვიძლში იქმნება. კეტონები მისგან მიიღება -ღვიძლის პარენქიმის მიტოქონდრიებში. კეტონებისგან მიწოდებული ენერგია, ქმნის ფეხზე მოსიარულე , აქტიურ ადამიანს. როგორც იკვებება ადამიანი, ისეთივე ტიპის ჰორმონული მიმოქცევა აქვს. ეს პირდაპირ აისახება კეტონების მექანიზმებზე. კეტონური სხეულების მომატება ნორმის ზევით——- არის აციდოზი. აციდოზით კ ვდება ადამიანი, მძიმე ფილტვების ანთების დროს. ჭარბი კეტონემია სიკვდილამდე მიდის. კეტონები ნორმას ზევით რომ აცილდება, მეტაბოლური ნგრევა იწყება . ადამიანში ,დღეს რომ მეტაბოლიზმი წამყვანი პრობლემაა და მთავარი დიაგნოზია ყველა დაავადების დროს, ბავშვშიც და ზრდასრულებშიც, ეს დაუბალანსებელი თიროზინის გამოა. კონკრეტულად კი, კეტონური დისბალანსის გამო. კეტონური ბალანსი, მხოლოდ, თიროზინის ნორმული ცვლის ფარგლებშია. მეტაბოლიზმის ნგრევა მოიცავს ,სიმსუქნიდან დაწყებულ ყველა დაავადებას ——-ინსულიტის და ინფარქტის ჩათვლით. კეტონემია განსაკუთრებით საშიშია შაქრიანი დიაბეტის დროს. კონკრეტულად, ეს ხდება მაშინ , როცა თიროზინის ცვლა მოშლილია. ამ ცვლას დეტალურად არავინ არ აკვირდება, გარდა მაღალი კლასის მედიცინისა. შაქრიანი დიაბეტი ღვიძლის და პანკრეასის დაავადებაა. გამოუვლინებელი დიაბეტით ათასები დადის. მსუქნების 80 პროცენტს ლატენტური დიაბეტი აქვთ. დიაბეტის დროს ,განსაკუთრებით უნდა გაკონტრლდეს თიროზინის ცვლა. კეტონემიის დროს, ინსულინის მოშლილი მეტაბოლიზმი, ეღობება შაქრის გადატანას კუნთებში , ღვიძლსა და ცხიმოვან ქსოვილებში. ამის შედეგად სისხლში შაქარი იმატებს. ხოლო შაქარი——კუნთს, ღვიძლს და ცხიმოვან ქსოვილს რომ მოაკლდება, ისინი შიმშილს იწყებენ. ამის შედეგად ——კუნთი, ღვიძლი და ცხომოვანი ქსოვილი ცილების და ამინომავების დაშლას დაიწყებენ. ეს კი გამოცხადებული სიკვდილია ან უამრავი დაავადების ზედ დართვა . შაქარი რომ მაღალია, წამყვანი ეს მექანიზმია. სამწუხაროდ, მომატებული შაქრის დროს, ხშირად ამ მექანიზმის გამოსწორება კი არ ხდება, არამედ შაქრის დამწევების დოზის გაზრდა. ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა, პირდაპირპროპორციულია ამინომჟავების და ცილების მდგრადობასთან და რიცხვთან. დიაბეტიანი ცუდად რომ არის ან მისი მდგომარეობა გართულებეული ა, ეს ნიშნავს, რომ მას ცილების და ამინომჟავების დიდი პრობლემა აქვს. დიაბეტის სწორი მკურნლობა მუდმივად შაქრის დამწევზე ყოფნა კი არ არის. შაქარი რამაც გამოიწვია მოჭარბებული, იმ სამიზნეების რეგულირება უნდა გახდეს მკურნალობაში მთავარი პრიორიტეტი. ყველა დიაბეტიანს ცილების და ამინომჟავების გამალებული დაშლა აქვს. მკურნალობაში ამ ფენომენზე აქცენტის არგაკეთება, სასიკვდილოდ განწირვაა, ამ დაავადების დროს. მომატებული კეტონების დროს, ცხიმები ზედმეტად იჟანგება და აცეტილკოა გროვდება. კეტონური სხეულები უფრო მატულობს. ანუ გროვდება აცეტონი და სხვა ტოქსიკური ნაერთები. აცეტონის და სხვა ტოქსიკური ნაერთების დაგროვება გართულებული დიაბეტის ერთი ნიშანია. აწეული შაქრის დროს, ეს ტოქსიკური ზეწოლა გამალებით მიმდინარეობს. ყველა მსუქან ადამიანში, ასევე ღვიძლით და ნაღვლის ბუშტით დაავადებულში, შაკიკიანში, ტინიტუსიანში, მსგავსი მექანიზმი მიმდინარეობს .მცირეზე მომატებულ წნევაზე თავის ძლიერი ტკივილი ამის მაგალითია. თუ თიროზინის ცვლა ნორმაშია———დიაბეტი არ გართულდება; დიაბეტიანი დიდხანს იცოცხლებს; უეცარი სიკვდილით არ მოკვდება დიაბეტიანი .რადგან ,თიროზინი მთლიანად აკონტროლებს თრომბწარმოქმნის პროცესებს. მას ამდენი ფუნქცია იმიტომ აქვს ,რომ ათასობით ცილის შემადგენლობაშია. ცილები და ამინომჟავები კი, ცოცხალი ადამიანის შინაგანი ფორმულაა.
.ყველაფერი ყავისფერი და შავი ამ პლანეტაზე მელანინიდან მოდის.თიროზინი, რადგან უამრავი ცილის მთავარი შემადგენელია, ამიტომ არის მისი დაარღვევა ბევრი დაავადების მიზეზი. რადგან ,ყველა დაავადების, მათ შორის, გაციების დროსაც ცილები იშლება. ცილები და ამინომჟავები , მილიონობით ფიზიოლოგიური რეაქციებით აკინძული ჯაჭვია, რომლებიც ზედა გენეტიკასთან გვაკავშირებენ და სიცოცხლის გაგრძელების პირობა არიან. თიროზინი მელანინის სათავო პროდუქტია. ჟანგვითი რეაქციების სწორად წარმართვას, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ჟანგვითი რეაქციების დარღვევა ,ბევრი მდგომარეობის მიზეზია. მაგალითად, გართულებული აუტიზმის. თიროზინის სწორი დაჟანგვით დოფა მიიღება. მელანოციტებში დოფა დაიჟანგება და მელანინი მიიღება .ამ პროცესზე თიროზინი ბატონობს და აკონტროლებს. აქედან არაექიმიც კი მიხვდება, რომ ვიტილიგოს წარმოშობაში თიროზინის ცვლის დარღვევა ,ერთი უმთავრესი მიზეზია. ვიტილიგოზე სტატიაში ,მელანინზე დეტალურად ვისაუბრე. თმის და კანის ფერს მელანინი ქმნის. წყალბადის ზეჟანგით თმის გაღიავების ანუ თეთრად შეღებვის დროს, მელანინის სტრუქტურა იმსხვრევა. რვაფეხას და სხვა ცხოველების კანის მუქი ფერი, მელანინის სიჭარბითაა გამოწვეული. ზოგს ჰგონია, რომ ევრორეკომენდაციით ოპერაციების შემდეგ რვაფეხას რომ ურჩევენ, შეხორცებისთვისაა მარტო საჭირო. შეხორცებას, მხოლოდ, კონკრეტული ამინომჟავები აკონტროლებენ. რვაფეხა, მელანინის მხარდასაჭერად და თიროზინის ცვლის გასაუმჯობესებლადაა საჭირო, დასუსტებული იმუნიტეტი რომ წამოიწიოს. თიროზინის სწორი მართვის გარეშე ,არასოდეს არ იქნება სრულფასოვანი იმუნიტეტი. ყველა დაავადებაზე შესაბამის დიეტას ვნიშნავ. ამიტომ ვნიშნავ ვიტილიგოს დროს, ერთ აუცილებელ პროდუქტად—— რვაფეხას. ვიტილიგო მელანინის ცვლის დარღვევაა. მელანინის მშობელი თიროზინია. მელანინი მზის დასხივებას და სხვა უამრავ ტოქსინს კანშივე აკავებს და უკუაგდებს. როცა ვიტილიგოს დროს თიროზინის ცვლა მოშლილია, მელანინი ვერ აკავებს მზეს და სხვა ტოქსინებს. ამიტომ ვიტილიგოს დროს ღვიძლი ადვილად ზიანდება ჭარბი ტოქსინების შემოტევისგან. ვიტილიგოთ დაავადებული, მზეს უნდა ერიდოს. ვისაც ვიტილიგო აქვს, მას უროკანის მჟავა ეხმარება დაქვეითებული მელანინის დროს და მზისგან და ტოქსინებისგან იცავს. თიროზინის ცვლის მოშლის დროს, უროკანის მჟავა ვერ კავდება კანში. ამ მჟავის ცვლა მოშლილია, კანის ყველა დაავადების დროს, რომლებიც გამონაყრებით მიდის——-დაწყებული აკნედან დერმატიტის და ფსორიაზის ჩათვლით. ამ დაავადებების დროს, განსაკუთრებით და დიდხანს ვაკვირდები ა მ მჟავას ცვლას და მისი კომპონენტების შემადგენლობის დამატებას ვახდენ. ამიტომ, ვიტილიგოს დროს ტოქსინების და კიბოს რადიკალების ასაცილებლად , უროკანის მჟავა პერიოდულად უნდა გადამოწმდეს. ასე რომ, თიროზინი სასიცოცხლო მნიშვნელობისა ა მელანინის სინთეზისთვის. ვიტილიგო მისი ცვლის კონტროლის გარეშე უფრო დამძიმდება. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები კი, თიროზინის გარეშე დეგრადირებულია. თიროზინის კონტროლი რომ არ არის, ამიტომაცაა ასეთი კოლოსალური რიცხვით ჩიყვი. თიროზინი ახდენს დოფას, ეპინეფრინის და ნორეპინეფრინის სინთეზს. რას აკეთებს დოფა, რომელიც სრულ კონტროლშია თიროზინის მიერ. თიროზინის ცვლის დარვევისას თუ დოფამ მოიმატა————არის ფსიქიური პრობლემები; ჰიპერსექსუალიზმია ანუ ადამიანი ვერ კმაყოფილდება სექსით ;ჰერპესის აფეთქებებია, რომლის მიმალვასაც თქვენ მალამოებით განწირულად ცდილობთ; არის სექსუალური გადახრები და სქესის აღრევის პრობლემები. თიროზინის ცვლის დარღვევისას თუ დოფა დაიკლებს———–სიზარმაცე ეძალება ბავშვს და სწავლა არ უნდა; სისუსტე აქვს ადამიანს;ა დამიანები სამუდამოდ საწოლს ეჯაჭვებიან ;ბავშვებში მოუსვენარი ფეხების სინდრომია; მეხსიერება კლებულობს;ადამიანები, ყავაზე ნარკოტიკულად დამოკიდებული ხდებიან ; ადამიანებს იმპულსური ქცევები აქვთ და ამის გამო საზოგადოება სულელად თვლის მათ, მიუხედავად ნიჭიერებისა; წონაში ძლიერ იმატებენ; პარკისონის დაავადება ემართებათ. პარკისონის დროს , არასდროს დამინიშნია სტანდარტული წამლები. ვავსებიდი დაკლებული ნუტრიენტებით , თიროზინის ცვლას ვარეგულირებდი და დოფას სტაბილიზაციას ვაკეთებდი. დოფამინს თუ ნორმაზე დასვამ, დეპრესიის მკურნალობაში უფრო ადრე მიაღწევ შედეგებს. რა თქმა უნდა დეპრესიას სხვა მექანიზმებიც აქვს. თუ მძიმე ფორმა არ არის, შესაბამისი ნუტრიენტულად გათვლილი კვებითაც კი შეგიძლია დოფას რეგულირება. თიროზინის კონტროლის ქვეშ და მისივე ბრძანებით, ნორმაში მყოფი დოფა აკონტროლებს და იცავს, რომ ადამიანს ჰქონდეს————— კარგი მეხსიერება, კარგი ძილი, კრეატიული მოტივაცია და კოგნიტურად სრულყოფილი აზროვნება.ბავშვის ტვინი ვერ განვითარდება, თუ თიროზინის ცვლა არასრულფასოვანია. რამდენ გინეკოლოგიურ დანიშნულებას იღებთ და ხელოვნურ ჰორმონებს სვამთ, მაგრამ ხშირად ამ ჰორმონების რეგულირება ვერ ხდება და საშვილოსნო და საკვერცხე მაინც განაგძობს დაზიანებას და გადაგვარებას. საკვერცხეების პოლიკისტოზების მართვაში დოფა გადამწყვეტია, უფრო ზუსტად კი თიროზინი. ქალის ზედმეტი ბეწვიანობაც კი, როცა ეპილაცია სჭირდება, თიროზინის მოშლიდან იწყება. თიროზინის ნორმული ცვლა და აქედან გამომდინარე ნორმაში მყოფი დოფა———–მთლიანად აკონტროლებს პროლაქტინს და აქედან გამომდინარე, ქალის სასქესო ორგანოების ჯანმრთელობას . ასევე, რაც მთავარია ,იმას , რომ ქალი არ გასუქდეს. რადგან, მოშლილი პროლაქტინი ნიშნავს ზედმეტად პუტკუნა ქალს. ქალი რომ ზედმეტად არ გასუქდეს, ამისთვის დოფა პანკრეასში ამცირებს ჭარბი ინსულინის წარმოქმნას. გასტროინტესტინალური რეფლუქსით იტანჯება ადამიანები. ჯერ დიაგნოზის დასმა ხანგრძლივდება. მანამდე საყლაპავ-კუჭის ამ პრობლემის გამო ფილტვებში ხიხინები ისმის და ხშირად ფილტვების ანთება ჰგონიათ და ბევრჯერ მომხდარა ძლიერი ანტიბიოტიკების დანიშვნა. თიროზინის ნორმული ცვლის ფარგლებში, მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა ნორმაა და ეს რეფლუქსი არ იქნება. დოფამინი საგრძნობლად ამცირებს გასტროინტესტინალურ რეფლუქსს. თიროზინის ნორმული ცვლის ფარგლებში, დოფა იცავს ლორწოვან გარსს და ფილტვების ანთებაც და კუჭ-ნაწლავის დაავადებებიც მცირდება. გულის რევის დროს ბავშვებში, ხან ძალიან არასწორად ხდება მედიკამენტების დანიშვნა. გულის რევების უმრავლესობა, თუნდაც მომენტალური გულისრევების ———–დოფამინის დარღვევაა. ხშირად ბავშვებში ფეხების ზედმეტი მოძრაობების დროს, დამამშვიდებლები ინიშნება. უპირველესად კი თიროზინის ცვლა უნდა გავცხრილოთ და დოფა დავარეგულიროთ . დეპრესია ყველაზე მეტადაა გადაჯაჭვული დარღვეულ დოფამინთან. დეპრესიის დროს, ვიცი დეგრადირებულ ნერვულ უჯრედებს რა ნუტრიენტები აკლია და ვავსებ. ასევე ვიკვლევ დამატებით, ინდივიდუალურად კიდევ რისი დეფიციტი აქვს ადამიანს და ამ ფონზე— დოფას და კორტიზოლის რეგულირებას ვახდენ მცენარეული ჰორმონებით ან დოფას ვეგანური სტიმულატორებით. ერთი და იმავე დაზიანების დროს , ერთ ადამიანს შეიძლება მცირე ტკივილი ჰქონდეს, მეორეს კი ძლიერი. მეორეს დოფას და თიროზინის მეტი დარღვევა აქვს. კიბოს ბოლო სტადიში, თიროზინის ცვლა და შესაბამისად დოფას ადექვატური ფიზიოლოგიური რეაქციები განადგურებულია. ამიტომაცაა გაუსაძლისი ტკივილები. ყველა დროს და ყველა სტადიაში შეიძლება ადამიანების შველა. ამისთვის კი მექანიზმები უნდა ვიცოდეთ. კაცების იმპოტენციას და დაბალ ლიბიდოს ,რამდენიმე მიზეზი აქვს .ერთი მთავარი მიზეზი დოფას დაწევაა. დოფას დაწევა არის სკლეროზისკენ და ალცჰაიმერისკენ მიმავალი ზუსტი და გაკვალული გზა. თიროზინი ყველა დაავადებას აკონტროლებს, ყველაფერს——- მთელ ფიზიოლოგიას ,თავისი ათიათასობით რეაქციებით. ამინომჟავების და ცილების განხილვის გარეშე მკურნალობა არ არის სრულფასოვანი. რეტროსპექტიულად არგანხილული, სიმპტომების ნაჭუჭში მოქცეული და ამავე სტილში, წინა საუკუნეების დონეზე ნამკურნალები დაავადებები,ადამიანების სოციალური ტრაგედიების მიზეზი ხდებიან. ხან მიუხედავად მკურნალობებისა, ორგანიზმები ზიანდება, რადგან სათავო მიზეზი არ იყო ნახული. რამდენი ადამიანი შეწუხებულა სტენტირებით და გულზე სხვა მანიპულაციებით———- არტერიების და სიხლძარღვების ფორმის შეცვლით და დეგრადირებით, მათი დაშლაკვით, ქოლესტერინული და სხვა შლაკებით დაბინძურების გამო. ასევე, კორონარული და ტვინის არტერიების და სისხლძარღვების კალცინოზით, შევიწროებით , თრომბოზებით და ბევრი სხვა პრობლემებით. რომლებმაც გამოიწვია დიდი პრობლემები, თავბრუხვევებიდან და წნევიდან დაწყებული, ინფარქტის, ინსულტის , ანევრიზმის და უეცარი სიკვდილის ჩათვლით. ამ პრობლემებ ის დროს , ხშირად არ გათვალიწინებულა სათავო მიზეზი. ამერიკის კარდეოლოგთა ასოციაციის და ევროპის კარდეოლოგთა გაერთიანების სამეცნიერო კვლევების შედეგად , დადგინდა , რომ სტენტირების აუცილებლობის და ზოგადად ,არტერიების და სისხლძარვების გადაგვარების მიზეზებში წამყვანია—–თიროზინის ცვლის დარღვევა და მისგან მიღებული, ფარისებრი ჯირკვლის ,ღია თუ ფარული პრობლემები. ორგანიზმისთვის თიროზინის მიწოდების საწყობი და ცენტრი არის ღვიძლი. ჯანმრთელი ღვიძლი ტრამპლინი და შესაძლებლობაა, რომ თიროზინი სრულად მოიხმაროს ორგანიზმმა. ღვიძლი თუ ჯანმრთელი ვერ იქნება, ფარისებრი სწორად ვერ იმუშავებს. ამიტომ, როცა მცოდნე ექიმი ჩიყვის მკურნალობის დროს,უპირველეს ყურადღებას ღვიძლის ქსოვილის აღდგენაზე გაამახვილებს, ეს ლოგიკური იქნება. მეტაბოლიზმის სწორი მართვის ,ყველა სასიცოცხლო ბილიკი ,თიროზინიდან იწყება და ღვიძლზე გადის. ჩიყვი არასოდეს არ გაუმჯობესდება, ღვიძლის ფუნქციების გაუმჯობესების გარეშე. თიროზინს ღვიძლი ქმნის ფენილალანინიდან . ქორიზმატი და პრეფენათი კი, თიროზინის წარმოქმნაში მონაწილეობენ, ჟანგვითი დეკარბოქსილირებით და ტრანსამინირების გზით. თიროზინი ახდენს ადამიანის ფსიქიკის და გონებისთვის , ყველაზე მნიშვნელოვანი ნეიროტრანსმიტერების სინთეზს . ესენია–დოფა, ადრენალინი, ნორეპინეფრინი. არ არსებობს ალერგია ჰქონდეს ადამიანს, თუ მას თიროზინის ნორმული ცვლა აქვს. მხოლოდ, თიროზინის ცვლის მკვეთრი დარღვევის ფონზეა, ანაფილაქსიური შოკით სიკვდილის პრეცენდენტი მოსალოდნელი. თიროზინის უდიდესი ფუნქციაა, ყველა ვაზოაქტიური ნაერთის, მათ შორის — თირამინის , ოქტოპამინის და სეროტონინის რეგულირება. თირამინი ,უშუალოდ კურირებს ჰისტამინის წარმოქმნას ანუ ალერგიული პროცესების პროვოცირებას. ალერგიის მექანიზმი მარტივად ,მოკლედ რომ წარმოვიდგინოთ. შეიჭრება ანტიგენი, მის საპასუხოდ ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს, ჭიდილში გამომუშავდება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება ჰისტამინი, რომელიც ყველანაირ ალერგიას იწვევს. თირამინი აჩქარებს ჰისტამინის წარმოქმნას და ამრავლებს ჰისტამინის რიცხვს. ალერგია ან ასთმური შეტევა ,რომ არ განვითარდეს, თიროზინი აკავებს და არეგულირებს თირამინის ქმედებას და აცილებს ალერგიულ რეაქციებს ადამიანს. ასთმის მკურნალობასაც თიროზინიდან ვიწყებ. ნორმაში თუა თიროზინის ცვლა, არ არსებობს ალერგიული დაავადებები. სახის ნერვის პარეზის დროს, დოფას კონტროლით თუ არ მართე მკურნალობა, ის ამ ეტაპზე მორჩება, მაგრამ, მომავალი ინსულტის ჩატოვებული ყლორტი რაღაც დროში გაიშლება. პირველადი ჯანდაცვის რგოლი ,ყველგან მაღალი დონის რომ იყოს, თიროზინის ცვლა რომ კონტროლდებოდეს, სიმსივნემდე არ მივიდოდა ფარისებრი ჯირკვალი და ოპერაცია არ დარჩებოდა საჭირო. ამ და საერთოდ, სხვა ორგანოს ამოღების შემდეგ, პაციენტს, მხოლოდ გონიერი ექიმის დიდი და მუდმივი დახმარებით აქვს, მყარი 50 პროცენტიანი იმუნიტეტი. ხოლო სრული იმუნიტეტი ორგანოს დაკარგვის შემდეგ, არასოდეს აღდგება რეალობაში. ყველაფერი თიროზინიდან იწყება, ქორიზმატ მუტაზას მონაწილეობით. ქორიზმატ მუტაზა ფერმენტია, რომლის ირგვლივ ტრიალებს ადამიანის თითქმის ყველა პრობლემა. ის მონაწილეობს ფენილალანინის , თიროზინის , ტრიფტოფანის და სხვა ბიოსინთეზებში .თიროზინის მიერ თირამინის რეგულირება ნიშნავს ასევე————კრუნჩხვების პროფილაქტიკას, თავის ტკივილების შეჩერებას, კანკალის შეჩერებას, დაბალი და მაღალი წნევის დარეგულირებას, თუ წნევას ტექნიკური მიზეზი არა აქვს. მეცნიერული დასკვნებით და დაკვირვებებით, ქორიზმატ მუტაზები ძალიან ჰგვანან—escherichia coli-ს. ტყუილად არ ჰგავს . საქმეში ჩახედული მიხვდება, რომ ეს იდენტობა დაკავშირებულია არსებულ მექანიზმებთან, რაც მიდის ღვიძლში და ნაწლავებში. ყველა——ფსიქიკური თუ კუჭ-ნაწლავ-ღვიძლიის პრობლემების მაგისტრალური ხაზი ნაწლავებზე და კერძოდ, დიზბაქტერიოზის პრობლემაზე გადის. ათასობით დაავადების ფონია დიზბაქტერიოზი . მისი გათვალისწინება,სამწუხაროდ, ხშირად არ ხდება მკურნალობის დროს. როცა ყველაფერი აქედან უნდა დაწყებულიყო .არ არსებობს არც ღვიძლის არც ტვინის დაავადებები, არც ფსიქიური დაავადებები, არც სეროტონინის სინდრომი და კიდევ უამრავი პრობლემა, ფონად დიზბაქტერიოზი რომ არ იყოს. პრობლემა ის არის, რომ ხშირად, დიზბაქტერიოზის მექანიზმების გააზრება არ ხდება ბოლომდე და ეს დაავადება,მარტო აშლილობა ჰგონიათ და შერეული ფორმების გამოცნობა ვერ ხდება. გამორიცხულია, უეცარი ინსულტი ან ინფარქტი ან პ ერფორაცია ან ანევრიზმა დიზბაქტერიოზის ფონის გარეშე. ეს მექანიზმები ბევრჯერ მაქვს ახსნილი. თიროზინი მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს ღვიძლს, კუჭ-ნაწლავს და ფსიქიკას. ქორიზმატის პრეფენატად, სწორი ფიზიოლოგიური რეაქციების მიმდინარეობით გადაქცევა ——–გზაა თიროზინის ნორმული ცვლის ჩამოყალიბების. რაც გარანტია ათასობით დაავადების პროფილაქტიკის.თიროზინის დარღვევის დროს, უამრავი დაავადება არსებობს. ხშირად გამოუცნობი არიან დაბალი დონის მედიცინის რგოლში და დიდ როლს ასრულებენ ადამიანების სიცოცხლის შემცირებაში.ტექსტი არ დაიტევს. კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, უკონტროლო თიროზინი, როგორ ანგრევს ადამიანის ჯანმრთელობას. ამიტომ, ძალიან მოკლედ განვიხილავ თიროზინის ცვლის დარღვევის გამო, ზოგ, უფრო გავრცელებულ დაავადებას.
ალკაპტონურია
ამ სამი პათოლოგიის——- ალბინიზმის, ვიტილიგოს და ალკაპტონურიის დროს, თიროზინის მეტაბოლიზმი ყველაზე მეტადაა დაზიანებული. ალბინიზმისა და ვიტილიგოს დროს მელანინის დეფექტური სინთეზია თიროზინიდან. ალკაპტონურიის დროს კი , თიროზინის დეგრადაციაა. ალბინიზმისა და ვიტილიგოს დროს, მელანოციტებში ფერმენტ თიროზინაზას უკმარისობაა, რომელიც პასუხისმგებელია თიროზინის დოფაქინონში გადასაქმნელად. ეს არის მელანოციტების სინთეზში, შუალედური, მთავარი რგოლი. ვიტილიგო მელანოციტების ცვლის დარღვევაა. ალკაპტონურიის დროს ფერმენტ-ჰომოგენტინაზას ფუნქციები ნელდება და მისი მჟავა ქსოვილებში გროვდება.ამ მჟავის ნაწილი სახსრებში ჩალაგდება, ნაწილი კი შარდით გამოდის. ბავშვებში ამ დაავადების დროს , ბავშვის შარდი ჰაერზე მალე მუქდება. ამ დაავადების ფონზე ზრდასრულებში ხშირია შარდ-კენჭოვანი დაავადება და პიელონეფრიტი. კენჭს თირკმლებში ყოველთვის სხვადასხვა და ზუსტი მიზეზი აქვს ჩალაგების. მისი დაშლა კი არ არის, საკითხის ბოლომდე გადაწყვეტა. მიზეზი რამდენიმეა და უნდა დაკონკრეტდეს, რომ მომავალ თაობაში არ გადავიდეს მემკვიდრეობით . ამ დაავადების დროს, სახსრების დიდი პრობლემაა და ადამიანები თითქმის ყოველთვის, ჩვენში უტვინოდ დამკვიდრებული შაბლონის———არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლებით მკურნალობენ. ხშირად, ექიმის გარეშეც. ანუ დიკლოფენაკებით და უამრავი ზუსტად იგივე წამლებით, რამლებსაც ფარმაციის პლასტიკურობის გავლენით შეცვლილი აქვთ დასახელება. როგორც ხშირად ვამბობ და დეტალურად განვიხილე ძვალ-სახსართა დაავადებების თემაში——- სახსრის უამრავი ტიპის დაავადებებიდან, მხოლოდ, სამი ტიპის სახსრის დაავადებაა პირველადი. ხოლო, დანარჩენები მეორადია და მთავარი დაავადების სინდრომია. ამიტომ ,სათავო მიზეზს უნდა ჯერ მკურნალობა და არა დიკლოფენაკების ჯგუფით სახსრის გაყუჩება და ანთების დროებით მიმალვა. ამ გაუაზრებელი მიდგომებით სახსრის პრობლემაზე, მივიდა დღეს ბევრი ადამიანი ან ღეროვანი უჯრედების გადანერგვის აუცილობლობამდე ან ინვალიდობამდე. ზიანდება ხერხემალიც. არის ოსტეოქონდროზის გამოხატულება. რეალობაში კი მძიმე მექანიზმები მიდის. სახსრის ფორმით, დაავადება ადამიანებს ემართებათ 30 და 40 წლის რომ გახდებიან იმის შემდეგ .სისხლძარღვები პრობლემური ხდება.ამ დაავადების დროს, ადამიანების დიდ პროცენტს აორტის სარქვლების პრობლემები აქვთ. არტერიებში ხდება კალცინოზი, ფიბროზი, შევიწროება ,სხვადასხვა შლაკების ჩალაგება, ქოლესტერინის ჩათვლით. ყოფილა ბევრი შემთხვევა, როცა დეტალურად არ მოხდა ვითარების განხილვა, ასეთი პაციენტები ჭარბ ქოლესტერინზე ქოლესტერინის წამლებით მკურნალობდნენ უშედეგოდ, დაავადების მთვარი მიზეზის გაგების გარეშე. ანუ ხშირია შემთხვევები, როცა ფერმენტ-ჰომოგენიტაზას დაყოვნებული რეაქციების გამო , როცა ფონად ალკაპტონურიაა ანუ თიროზინის ცვლის დარღვევა, ქოლესტერინის სიჭარბის დროს, მარტო ეწ ქოლესტერინის წამლით ხდება მკურნალობა და არ არის აქცენტი სათავო პრობლემაზე, რამაც გამოიწვია ეს. ჭარბი ქოლესტერინის სისხლძარღვებში ჩალაგება პირველადი არასოდეს არ არის. ის ყოველთვის წამყვანი პათოლოგიის ფონის შედეგია. ეს დაავადება, ბავშვებში გამოიხატება ფოტოფობიით და მელანინის სინთეზის დარღვევით. ხან ვიტილიგო ჰგონიათ და ეს ან სხვა მსგავსი დაავადებაა.
ჰოკინსინურია ——–
ესაა აციდოზი ბავშვებში, რომელიც ზრდა-განვითარების შეფერხებით მიდის. მეტაბოლიზმის მოშლა თიროზინის ცვლის დარღვევის გამო ა და დაბადებიდანაა. ერთი წლის რომ გახდება ბავშვი, სიმპტომები უფრო მიიმალება. ძუძუთი კვების ბავშვში უსიმპტომოდ მიდის. მიიღება მეტაბოლიზმის დეფექტური პროდუქტები, მაგალითად——ჰოკინსინი .ამერიკელი მეცნიერების ბოლო კვლევებით, დადასტურდა, რომ ამ ტიპის მეტაბოლიზმის მოშლა აციდოზით,მიღებულია 5 ოქსიპროლინის დაგროვებით, გლუტათიონის ძალიან შემცირების გამო. ჰოკინსინი გამოჩნდება, შარდოვანასა და თრეონინს შორის, ამინომჟავების იონ-გაცვლითი ქრომატოგრაფიის დროს. აქედანაც მიხვდებით, რომ ამინომჟავების განხილვის გარეშე ,ნებისმიერი დაავადების მკურნალობა, მეორე მსოფლიო ომამდელი, სოფლის ჭკვიანი ფერშლის დონეა. კარგი პედიატრი ჩვილობაშივე დააფიქსირებს ამ დაავადებას. კვება ზუსტად უნდა გავთვალოთ ნუტრიციოლოგიური ფორმულებით. მე ხშირად, ამ დროს ტურის ფორმულებს ვიყენებ. ამ დაავადების დროს , პირიქით, ბავშვის კვების კალორაჟში უნდა შევამციროთ თიროზინის და ფენილალანინის შემცველი საკვები. ჰოკინსინურიის დროს, ბავშვების ზრდა-განვითარების მკვეთრი შეფერხება ხდება.
მემკვიდრეობითი თიროზინემია-პირველი ტიპი. —ამ დროს ღვიძლი, შეუმჩნევლად და პროგრესულად გადა გვარდება. მეორე ეტაპზე თირკმლებიც ზიანდება. ეს არის ჩვენი დროის დიდი უბედურება და საფრთხე. უალკოჰოლო ციროზების დიდი პროცენტი ამის გამოა. პრობლემა ჩნდება იმიტომ , რომ ხან ადამიანებს ღვიძლის შეფასებას უკეთებენ , იმ 4 ფუნქციაზე დაყრდნობით, რაც ჩვენში კეთდება. ღვიძლს კი 500 ზე მეტი ფუნქცია აქვს. ამ კატეგორიაში, ბევრი ცეჰეპატიტგადატანილია.
უშუალოდ თიროზინზეა დამოკიდებული,ფარისებრის ჰორმონის ——კალციტონინის ცვლა და ნორმული სიმყარე. თუ კალციტონინი მაღალია ———-განვითრდება ფარისებრის კიბო ან ფილტვების კიბო ან პროსტატის კიბო.
თიროზინის ნორმული ცვლისთვის, ადამიანს დღეში 875 მგ თიროზინი სჭირდება საკვებიდან, ჩიყვი რომ არ განვითარდეს. თიროზინი, მეტი არის ამ საკვებში ——-ზოგი წყალმცენარე, სოიო, ყველი პარმეზანი, ყველი შვეიცარიული, ყველი ედამი, ყველი გაუდა, ყველი პროვოლონი ;თევზი-სიგა, ორაგული; ღორის და ძროხის ხორცი;ქათამი, გოგრის კურკა, მოუხალავი არაქისი. თიროზინი ცოტა რაოდენობითაა-მაცვლეულში, ხილსა და ბოსტნეულში. რა თქმა უნდა საუბარია ნატურალურ პროდუქტებზე და არა მარკეტის . ქათამი უნდა იყოს სიმინდით და ბალახით გაზრდილი. ასევე ღორი და ძროხა. თიროზინის ცვლას ეხმარება სხვადასხვა მცენარე. ასეთი რამდენიმეა. მათ შორის გამოვარჩევ ინდურ მცენარეს———-გუგგულის . ის ცხიმებს წვავს, ქოლესტერინს ამცირებს, ფარისებრს ასტიმულირებს, გულის დაცვაა, თრომბულ პრობლმებს ეხმარება. ის მაღალი სტანდარტის ამერიკულ მედიკამენტებშიც ხშირად გვხვდება.
მარინა ტოტოჩავა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share