ოკუპანტებმა მარიუპოლში უცნობი წარმოშობის მომწამვლელი, ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით ჩამოაგდეს. ინფორმაციას აზოვის ბატალიონის წევრებზე დაყრდნობით გამოცემა UNIAN ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ დაშავებულებს სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ.
დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.