რუსების სისასტიკის სიმბოლოდ ქცეულ ქალაქ ბუჩაში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე იმყოფებოდა. მარტინ გრიფიტსი ერთ-ერთი საერთო სასაფლაოს გახსნის და ცხედრების ეგზგუმაციის პროცესს დაესწრო.
“ის რაც აქ ვნახეთ შოკისმომგვრელია. საკუთარი თვალით ვნახე ეკლესიის ეზოში თხრილები, რომლებიც სავსე იყო ცხედრებით, დაახლოებით 280-მდე ცხედარი იყო, ისინი მანამდე ქალაქის ქუჩებში ეყარა. ყოველივე ეს სამხედრო დანაშაულს ჰგავს, საჭიროა სასამართლო, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, შემდეგ მათი დაკრძალვა, ის რაც აქ ხდება არის საშინელი განაჩენი ჩვენი სამყაროსთვის”, – ამბობს მარტინ გრიფიტსი.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც უკრაინამ ბუჩა და კიევის ოლქის სხვა ქალაქები გაათავისუფლა იქ ასობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედრები ნახეს. მათ შორის იყვნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები, ნაწილს ემჩნეოდა წამების კვალი.