დღეს, აბაშიძის ქუჩაზე ალტ-ინფოს ოზურგეთის ახალი ოფისი გაიხსნა.
ინფორმაციის გავრცელებისთანავე სამოქალაქო აქტივისტებმა ოფისთან მოიყარეს თავი და ოზურგეთში პუტინის მხარდამჭერი ორგანიზაციის დაფუძნება გააპროტესტეს.
განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ოფისის მფლობელი ქალბატონი, რომელიც ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ხელჯოხით გაუსწორდა, ტვ პირველთან საუბრისას კი აცხადებდა, რომ დიდი სურვილი აქვს ომში პუტინის გამარჯვების და საქართველოს რუსეთთან შეერთების:
“მინდა, რომ პუტინმა მოიგოს ომი და რუსეთს შევუერთდეთ.. ვინ სწორია და ვინ მართალი, მაგას მე არ განვიხილავ” – აცხადებდა ის.