შემოქმედის ეპარქია საგანგებო კრებისთვის ემზადება. მთავარი საკითხი პრორუსი სასულიერო პირისთვის ვახტანგ თოხაძისთვის, მღვდელმსახურების შეწყვეტა იქნება. ამ საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ოზურგეთელმა სასულიერო პირმა “ალტ ინფოს” ოფისი აკურთხა შემდეგ კი “ტვ პირველის” ეთერში თქვა, რომ უკრაინაში ქალების და ბავშვების გაუპატიურება, ომის დროს, ჩვეულებრივ მოვლენაა:
”რა შუაშია პუტინი? ომის დროს ქალებს ყველგან კლავენ და აუპატიურებენ” – განაცხადა მღვდელმა.
ფაქტს უკვე გამოეხმაურა ოზურგეთის ეპარქიის ხელმძღვანელი მეუფე იოსები. მისი განცხადებით, სასულიერო პირის ქმედებასთან დაკავშირებით შემოქმედის ეპარქიაში საგანგებო კრება შეიკრიბება, რომელიც მამა ვახტანგ თოხაძის მღვდელმსახურების შესახებ იმსჯელებს:
”რეაქცია არის უკვე რა თქმა უნდა, რომ ძალიან ცუდი რაღაც გაუკეთებია. რეაგირება მოყვება რა თქმა უნდა დავიბარებთ და ვნახოთ რა იქნება”, – ამბობს ეპარქიის ხელმძღვანელი მეუფე იოსები.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ოზურგეთში რამდენიმე საათის წინ მოხდა. სამოქალაქო აქტივისტებმა ოზურგეთში პრორუსული პარტიის “ალტ ინფოს” ოფისის გახსნა გააპროტესტეს. ოფისი გუშინ, გვიან ღამით გაიხსნა.
წყარო – ტვ პირველი