”არაფერია იმაზე ამაზრზენი, სასულიერო პირი, რომ უდანაშაულო ბავშვების მოკვლასა და ქალების გაუპატიურებას გაამართლებს” – ასე ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს წევრი ენმ – დან, დავით მჟავანაძე დღეს ოზურგეთში მომხდარ ფაქტს:
”არაფერია იმაზე ამაზრზენი, სასულიერო პირი, რომ უდანაშაულო ბავშვების მოკვლასა და ქალების გაუპატიურებას გაამართლებს.
საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს კონკრეტული მღვდელი ერისკაცობაში თავად არის ნასამართლევი გაუპატიურებისთვის და თუ ეს სიმართლეა, ბუნებრივია, მისთვის ვერ იქნება შემაშფოთებელი ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება.” – წერს მჟავანაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ოზურგეთში პრორუსული პარტიის “ალტ ინფოს” ოფისის გაიხსნა, რასაც სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ოზურგეთელმა სასულიერო პირმა კი “ალტ ინფოს” ოფისი აკურთხა და თქვა, რომ უკრაინაში ქალების და ბავშვების გაუპატიურება, ომის დროს, ჩვეულებრივ მოვლენაა.