ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე სტარუხის ინფორმაციით, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, რუსულმა ძალებმა, ზაპოროჟიეს რეგიონში 30-ზე მეტი ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი და ადგილობრივი დეპუტატი გაიტაცეს. მათი უმეტესობა ამ დროისთვის, უკვე გათავისუფლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“ჩვენ, 30-ზე მეტი გატაცებული ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი და ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატი გვყავს. მათი უმეტესობა, 20-ზე მეტი, უკვე გაათავისუფლეს, ზოგიერთმა ოკუპირებული ტერიტორიები დატოვა, ნაწილი სამუშაოდ რჩება”, – განაცხადა სტარუხმა.