უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ასევე დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ვანო ნადირაძე ავრცელებს.
„ქართველ პარტიზანებს და ჩვენ საძმოს მძიმე დღე გვაქვს, დაგვეღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაგვეჭრა ზურა მუშუქია რუბეჟნოიში გაწმენდის დროს“,- წერს ვანო ნადირაძე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში უკვე 7 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ესენი არიან: ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა და არკადი კასრაძე.