რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე რაუნდი მიმართული იქნება ნავთობისა და ბანკების, კერძოდ, Sberbank-ის, მიმართ, – ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ გამოცემა Bild am Sonntag-ს განუცხადა.
„ჩვენ განვიხილავთ საბანკო სექტორს, განსაკუთრებით Sberbank-ს, რომელიც რუსეთის საბანკო სექტორის 37%-ს შეადგენს. და, რა თქმა უნდა, არის ენერგეტიკული საკითხებიც“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ Sberbank-ი, Gazprombank-თან ერთად, არის ერთ-ერთი მთავარი არხი რუსული ნავთობისა და გაზის გადახდების განხორციელებისთვის, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები რუსეთისგან ყიდულობენ.
ევროკომისიის პრეზიდენტის განმარტებით, ევროკავშირი მუშაობს „ჭკვიან მექანიზმებზე“, რათა მომავალი სანქციები ნავთობზეც გავრცელდეს.
”უმთავრესი პრიორიტეტია პუტინის შემოსავლების შემცირება,” – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.