რუსულმა ძალებმა ქალაქ ირპენში შენობების 70 %-ზე მეტი დააზიანეს ან გაანადგურეს, – ამის შესახებ ირპენის მერმა ალექსანდრ მარკუშინმა განაცხადა.
მისი თქმით, გაეროს კვლევით, რომელიც თანამგზავრისგან მიღებულ მონაცემებს ეფუძნება, 115 შენობა მთლიანად განადგურებულია, 698 – მნიშვნელოვნად, 187 კი – ნაწილობრივ არის დაზიანებული.