ტელეგრამ არხებზე ვრცელდება რუსი მამაოს ქადაგება, სადაც ის საკუთარ მრევლს “განუმარტავს”, რატომ ისჯება უკრაინა რუსეთის ხელით და რა ელის აშშ-სა და დასავლეთს.
„რუსები ხომ ღმერთის იარაღია, ეს ისევეა, როცა როგორც მშობელი, რომელიც ქამრით სჯის შვილს და გულუბყვრილო და აზროვნებას მოკლებული ბავშვი ქამარზე ბრაზობს. ამ შემთხვევაში მშობელი არის ღმერთი და რატომ სჯის ღმერთი?
ღმერთი იმ ბავშვს სჯის, რომელიც უყვარს და მას ვინც არ უჯერებს.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ცხოვრებაში, არამხოლოდ ჩვენს, არამედ საზოგადოების ცხოვრებაში მნიშვნელოვანია იმის გაგება, რას ნიშნავს ღმერთის ნება და არასდროს შევეწინააღმდეგოთ ღმერთის ნებას.
რა დაემართა უკრაინას 30 წლის წინ, როდესაც მან დამოუკიდებლობა მიიღო, როგორ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა?
ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ, რომელსაც საფუძვლად დაედო რუსეთისადმი სიძულვილი. იქ განლაგდა ბიოლოგიური ლაბორატორიები და სამხედრო ბაზები და სად მოინდომა წასვლა მართლმადიდებლურმა უკრაინამ? მან მოინდომა ევროკავშირში.
და რა არის თანამედროვე ევროკავშირი?
დღევანდელი ევროკავშირი არის ძველი სოდომი და გომორი და ისინი ამას უკვე არ მალავენ. ისინი იცავენ ცოდვებს, ისინი და აშშ-ი. რომლებიც ახლა არ ისჯებიან, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ისინი არასდროს დაისჯებიან, ღმერთი ყოველთვის აგზავნის სასჯელს იმისთვის, რომ ისინი სულიერად ჯანმრთელები იყვნენ და მათ ვისაც არ სჯის, მათ აქვთ ერთი დასასრული, ისინი სულიერად კვდებიან.
და ყველაზე ცუდი ისაა, რომ საბოლოოდ, როდესაც დაისჯებიან, მათ მომავალი არ ექნებათ, არც აშშ-ს და არც ამ კოლექტიურ დასავლეთს. მათ ერთი მომავალი აქვთ, ესაა ანტიქრისტეს სამეფო.“ – ამბობს რუსი მამაო ქადაგებისას.
fortuna.ge