რუსეთთან მოლაპარაკება ჰგავს საუბარს ნიანგთან, რომელსაც შენი ფეხი ყბებს შორის აქვს მოქცეული – ჯონსონი

„რუსეთთან მოლაპარაკება ჰგავს საუბარს ნიანგთან, რომელსაც შენი ფეხი ყბებს შორის აქვს მოქცეული“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი. ბორის ჯონსონის თქმით, მას პუტინთან დიპლომატიური გზით რაიმეს მიღწევის არ სჯერა და მიაჩნია, რომ დასავლეთმა უკრაინის შეიარაღება უნდა გააგრძელოს, რათა ამ ქვეყანამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს.
ჯონსონმა ეს განცხადებები ინდოეთში გამგზავრების წინ გააკეთა.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ჯონსონი თავის ინდოელ კოლეგასთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის საკითხებს განიხილავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share