დღეს პარტია “ქართული ოცნება” 10 წლის გახდა. დათო ოქიტაშვილი დამფუძნებელს მადლობას უხდის:
“10 წელია, რაც პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დაფუძნდა და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდამტეხი როლი იტვირთა.
გადავუხადო მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს იმ ნამდვილი თავგანწირვისა და ეროვნული საქმისთვის, რაც პირდაპირ კავშირშია საქართველოს მოსახლეობისა და ჩვენი საამაყო ახალგაზრდების გადარჩენასა და ქვეყნის ნაცმწამებელთა მარწუხებიდან გამოხსნისაგან.
ბატონი ბიძინას დამსახურებასა და ქველმოქმედებაზე აქ აღარ ვისაუბრებ – ეს ისედაც საქვეყნოდაა ცნობილი.
დღეს „ქართული ოცნება“ 10-წლიანი პოლიტიკური გამოცდილების გადმოსახედიდან აფასებს თავისი მოღვაწეობისა და ყოველდღიური საქმიანობის ძლიერ და სუსტ მხარეებს. ბევრი რამ გამოსწორდა და ბევრიც გაკეთდა. რაც მთავარია, ქვეყანამ ამოისუნთქა და ადამიანებად ვიგრძენით თავი – გავთავისუფლდით ყოველდღიური ტერორისგან. საქართველო მნიშვნელოვან გამოწვევებს ღირსეულად უმკლავდება, ქვეყანა ვითარდება და მომავალს თვალს უსწორებს. თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი და გაცილებით უკეთ, ვიდრე აქამდე გვიკეთებია.
ვულოცავ „ქართულ ოცნებას“ და მჯერა, ყველა სირთულეს დავძლევთ, მჯერა, ღირსეული მომავალი გვექნება!
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი / Georgian Technical University”, – წერს ოქიტაშვილი.