საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა ,გიული ალასანია, უკრაინის სახალხო დამცველს მადლობას უხდის, რადგან ამ მძიმე პერიოდშიც ახსოვთ მიხეილ სააკაშვილი:
“ძალიან მადლობელი ვარ ყველა უკრაინელის და ქალბატონი დენისოვასი. მიუხედავად მათი ასეთი მძიმე მდგომარეობისა, არც ერთი წუთი არ შეუწყვეტიათ ჩემ შვილზე ზრუნვა. ისინი ცდილობენ რომ თავისი მოქალაქე დაიბრუნონ, რომელიც ძალიან სჭირდებათ ამ კრიტიკულ დღეებში” , – აცხადებს ალასანია.
ცნობისთვის, უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადეკვატური სამედიცინო დახმარება.