უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი არკადი კასრაძე საქართველოში ჩამოასვენეს, ხოლო კიდევ ორ ქართველს, ალიკა ცაავას და ზაზა ბიწაძეს სამშობლოში 24 აპრილს, გამთენიისას ვარშავა-თბილისის რეისით ჩამოასვენებენ.
ქართველ მებრძოლს თბილისის აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.