ოკუპანტებმა უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრში “ისკანდერის” სარაკეტო სისტემები განათავსეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან 60 კილომეტრში “ისკანდერის” სარაკეტო სისტემები განათავსეს.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსები ჯარების რაოდენობას ზრდიან ბელგოროდში და იქ დამატებითი შენაერთები გადაჰყავთ.

“მტერი აგრძელებს ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკადას, ესვრის ჩვენი ჯარების ნაწილებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

ოკუპანტები ბომბავენ ჩვენი ჯარების პოზიციებს კურულკასა და ნოვა დმიტრივკას რაიონებში. ბარვინკოვის, კურულკასა და ჰუსარივკას რაიონებში ახდენენ შეიარაღებული ძალების პოზიციების საჰაერო დაზვერვას უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით”, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share