4 მაისს „კრემლის სასახლის“ ადმინისტრაციამ დააანონსა კონცერტი სახელწოდებით „მადლობა ერთგულებისთვის, შთამომავლებო“. გალაკონცერტის აღწერაში ნათქვამია, რომ ის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას ეძღვნება, თუმცა განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. მაგალითად, კონცერტზე მისული სტუმრები ე.წ. „რუსეთის დიდების ხეივანში“ გაივლიან, სადაც ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ბიუსტები იქნება წარმოდგენილი.
კონცერტის წამყვანები არიან მსახიობები ეკატერინა გუსევა და დმიტრი დუჟევი. ცნობილი ხდება, რომ ღონისძიების მონაწილეები იქნებიან ნადეჟდა კადიშევა, გრიგორი ლეპსი, სტას მიხაილოვი და სოსო პავლიაშვილი. სწორედ ამ კონცერტზე, საზეიმოდ დააჯილდოებენ იმ რუს ჯარისკაცებს, რომლებიც უკრაინაში დაიჭრნენ.