“დონბასსა და უკრაინაში სპეცოპერაციის ყველა ამოცანა აუცილებლად შესრულდება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.„ჩვენ მიერ უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია დონბასსა და უკრაინაში აუცილებლად შესრულდება, რათა ისტორიულ პერსპექტივაში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ყირიმისა და მთელი ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლებისთვის მშვიდობის გარანტია შევქმნათ“ , – განაცხადა პუტინმა კანონმდებელთა საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საჭიროა მკაფიოდ გააზრება, რომ რუსმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა აღკვეთეს რეალური საფრთხე, რომელიც რუსეთზე ჩამოწვა, თავისი მამაცობით, გმირობით „მათ აღკვეთეს მასშტაბური კონფლიქტი, რომელიც გაჩაღდებოდა ჩვენ ტერიტორიაზე, მაგრამ უკვე სხვების სცენარებით“, – განაცხადა პუტინმა.
კრემლის ლიდერის თქმით, რუსეთს არ შეუძლია დაუშვას ანტირუსული ტერიტორიები ქვეყნის გარშემო; რუსეთი კეთილგანწყობით ეკიდებოდა უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას.
„როდესაც რუსეთი კეთილგანწყობით, მეგობრულად, ძმურად მიუდგა უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, მაშინ, რა თქმა უნდა, გამოვდიოდით იქიდან, რომ ეს იქნებოდა მეგობრული სახელმწიფო, რომ ერთად განვაგრძობთ სვლას წინ, გავაძლიერებდით და განვავითარებდით ერთმანეთს. დიახ, ახალ ისტორიულ პირობებში ისტორიული რუსეთის ტერიტორიებზე ანტირუსეთზე არავინ ფიქრობდა და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“ , – განაცხადა პუტინმა.