ემუქრება თუ არა ციხე ეკატერინე ტიკარაძეს?… ჯანდაცვის ბიუჯეტიდან მილიარდი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებენ

ემუქრება თუ არა ციხე ეკატერინე ტიკარაძეს? ჯანდაცვის მოქმედი მინისტრი წინამორბედს უპირისპირდება. ზურა აზარაშვილი  ამტკიცებს, რომ ტიკარაძის მინისტრობის პერიოდში მილიარდი ლარი არამიზნობრივად გაიფლანგა, თუმცა, მტკიცებულებები ჯერ არ წარმოუდგენია და გამოძიებაც დაწყებული არ არის.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ტიკარაძის მმართველობის პერიოდში სისტემაში სრული ქაოსი იყო, სახელმწიფო კონკრეტულ კლინიკებს ამდიდრებდა და  ვერ აკონტროლებდა კოვიდკლინიკებში გადარიცხულ თანხებს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო  რამდენიმე თვეა, ყველა კლინიკაში ეძებს, თუ ვინ გამოიყენა სახელმწიფოს მიერ ჩარიცხული თანხები არამიზნობრივად და სად არ უხდიდნენ მედიკოსებს კუთვნილ თანხებს.

კლინიკები კი ჯანდაცვის მინისტრს სთხოვენ, დაასახელოს კონკრეტული დაწესებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი რეპუტაცია უსაფუძვლოდ ილახება და ჩნდება განცდა, რომ მოქმედი მინისტრის მიზანი მხოლოდ ყოფილის დადანაშაულებაა.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებისთვის გაუგებარია, რატომ იშვერს მინისტრი ხელს კლინიკებისკენ, როცა პრობლემა სისტემურ და ქაოსურ მართავაშია.

როდის გაასაჯაროვებს ჯანდაცვის მინისტრი კონკრეტულ ფაქტებს და დადგება თუ არა ყოფილი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, ჯერ უცნობია.

https://tvpirveli.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share