ISFED-ის ყოფილი თავჯდომარე, ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ ვერ ითანამშრომლებდა ოპოზიციასთან ერთად, რადგან პროგრამა დაწერა ექსპერტმა. ნიჟარაძე არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში გამოვლენილ ხარვეზს “ადამიანურს შეცდომას” უწოდებს. ამის შესახებ მან “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ცენტრალურ ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.
“ეს არის გამორიცხული, მე ვერანაირად ვერ ვიმოქმედებდი ოპოზიციასთნ ერთად იმიტომ, რომ ამ პროგრამას მე არ ვწერ, ეს ექსპერტმა დაწერა, შეცდომა დაუშვა. გამოვრიცხავ აბსოლუტურად რაუმე ჩარევას, ეს იყო ადამიანური შეცდომა, რომ შეიყვანეს ბათილი ბიულეტინები, ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია და მათი მხრიდან დამატებით დამატებით კითხვა აღარ ყოფილა. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მათ იცოდნენ რაზეც მივაწოდეთ ინფორმაცია და ის, რომ ახლა შეხვედრაზე ვიაცამ, რაღაც არ მოისმინა მაგის დაშვება არ გვქონია”, – თქვა ელენე ნიჟარაძემ
პრესკონფერენციაზე ელენე ნიჟარაძემ ასევე თქვა, რომ მისთვის თანამდებობის დატოვება პრობლემა არ იყო, თუ ეს ორგანიზაციის რეპუტაციას დაიცავდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 დეკემბერს, სამეურვეო საბჭომ თავმჯდომარეს, ელენე ნიჟარაძეს უფლებამოსილება შეუჩერა.
ცნობისთვის,”სამართლიანი არჩევნები” სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც არჩევნების დასრულების შემდეგ 1 თვეში განაცხადა, რომ ალტერნატიული დათვლის ალგორითმში შიდა აუდიტმა ხარვეზი აღმოაჩინა და არჩევნებზე, პარტიების მიერ მიღებული მონაცემები შეცვალა.
“სამართლიანი არჩევნების” ჩასწორებული შედეგი, დაახლოებული იყო ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებთან.
შედეგების შესწროებამდე რამდენიმე დღით ადრე, გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მმართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა და შეხვედრაც შედგა.