პასპორტებისა და ID ბარათების აღების საფასური იზრდება

1 მაისიდან პასპორტებისა და ID ბარათების აღება გაძვირდება. ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ ბიომეტრიული პასპორტის აღება 100-ის ნაცვლად, 150 ლარი ეღირება, ID ბარათის  კი – 30-ის ნაცვლად, 60 ლარი.

დოკუმენტების დაჩქარებულად აღება კი მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტის შემთხვევაში იმავე დღეს აღება 350 ლარი დაუჯდება, მეორე დღეს – 300 ლარი, მესამე დღეს – 225 ლარი, მეხუთე დღეს – 180 ლარი. პირადობის მოწმობის იმავე დღეს გაცემის საფასური 150 ლარი იქნება, მეორე დღეს – 120 ლარი, მესამე დღეს – 100 ლარი, მეხუთე დღეს – 80 ლარი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share