იტალიური გაზეთის, “ilmessaggero-ს” ცნობით, რომის პაპმა, ფრანცისკემ, სამჯერ მიმართა რუს დიქტატორს, ნება დართოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე აზოვსტალიდან პაპის დროშის ქვეშ მცურავი გემით, მაგრამ სამივე შემთხვევაში უარი მიიღო.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვატიკანი ახლა პესიმისტურად არის განწყობილი ხალხის ევაკუაციის შემდგომ მცდელობებთან დაკავშირებით, მაგრამ პაპი კვლავ აცხადებს: “უნდა ვიმუშაოთ დიპლომატიის გზით ამ სფეროში, წინააღმდეგ შემთხვევაში ომი გააგრძელებს უკრაინის შვილების შთანთქმას”.