ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიაში კორონავირუსის– 2 ახალი შემთხვევა დაფიქისრდა-2 მაისის კოვიდსტატისტიკა

COVID-19-ით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა. პირველ მაისს ჩატარდა 4 638 ტესტი და დადასტურდა 51 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.1%, ბოლო 14 დღის – 0.99%, ხოლო ბოლო 7 დღის – 0.84%.

ინფიცირების 51 ახალი შემთხვევიდან თბილისში 36 გამოვლინდა, აჭარაში – 5, იმერეთში – 3, ქვემო ქართლში – 0, შიდა ქართლში – 2, გურიაში – 2, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 7, კახეთში – 0, მცხეთა-მთიანეთში – 2, სამცხე-ჯავახეთში – 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 1 091, საიდანაც 286 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 805 – ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 67 პირი იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 655 221 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 637 293 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 811.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share