“გარდენიას” მფლობელი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
“შვილი რომ შემეძინა, ყველა ნათესავმა, ახლობელმა, შინაურმა და გარეულმა გულითადად მომილოცა და არც საჩუქრები დაიშურეს სიხარულის გამოსახატავად. ყველაზე განსაკუთრებულად კი ჩეემმა ღორჯუმელმა მეგობრებმა მომილოცეს. ეს წერილი გამომიგზავნეს: “ზურიკო, ბებიამ რომ გეიგონა შენი ესმაის დაბადების ამბავი, დიდი ქვაბით ტკბილი ფლავი მოხარშა, შარაზე გამოდგა, დაარიგა და იმ დღეს მთელი სოფელი, ყველა ამვლელ-ჩამვლელი შენ და შენს პატარა შვილს გლოცავდა.”
ზღაპრებში რომ ხდება ისეთი ამბავი მგონია. სანამ ცოცხალი ვარ არასდროს არ დამავიწყდება.
დღეს მუსლიმანი ქართველები ბაირამს ზეიმობენ. “ბაირამ მუბარაქელა”, ჩემო გულიანო, წესიერო, მშრომელო, ენით აუწერლად მშრომელო, სტუმრისმოყვარე, მხიარულო და ხალიასიანო, ჩემო მთის მეგობრებო”, – წერს ზურა შევარდნაძე.