”ჩემი სახლის მისამართი რუსთავის სატუსაღოს მიმდებარე ტერიტორიაა ! იქ, სადაც სიკვდილს ებრძვის მესამე პრეზიდენტი”

პოლიტიკოსი ირაკლი ღლონტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი ადგილი აწი მხოლოდ რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზეა:
”ბოდიში ყველა მეგობარს, მე სახლში ვეღარ გიმასპინძლებთ!
ბოდიში ყველა პარტნიორს, მე ჩვენს პროქტებს დროებით ვეთიშები!
ბოდიში მოქალაქეებს, მხოლოდ რუსთავში შევძლებ შეხვედრებს!
ბოდიში ოჯახს, მე მხოლოდ დასაძინებლად მოვალ სახლში !
ჩემი სახლის, ოფისის მისამართი: რუსთავის სატუსაღოს მიმდებარე ტერიტორია ! იქ, სადაც სიკვდილს ებრძვის მესამე პრეზიდენტი.” – წერს ღლონტი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share