პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ წევრის, კოტე კემულარიას, განცხადებით, ახალი არჩევნების ჩატარების გარდა, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, არაფერი გამოაწორებს.
„ელჩ დეგნანის საპასუხოდ, „ოცნების“ საგარეო კომიტეტის თამჯდომარემ, სამხარაძემ, საჯაროდ აღიარა: „არჩევნების დროს ძალადობა, მოსყიდვა, კარუსელები კი იყო, მაგრამ ოპოზიციიდანაც მონაწილეობდნენ ამ ბინძურ საქმეშიო.“
ეს ხომ მხოლოდ ამძიმებს თქვენს მიერ ჩადენილს. და ახლა იმის დასახელებაც მოგიწევთ, ვის გაურიგდით!
მითუმეტეს ამხანაგი კობახიძე ითხოვდა დაჟინებით პირდაპირ მტკიცებას. დაკითხეთ სუს-ში სამხარაძე და გექნებათ უტყუარი მტკიცება.
მაგრამ, ახალი არჩევნების გარდა არაფერი გამოასწორებს იმ უბინძურეს გარიგებას თუ დარღვევებს, რაც “ოცნებამ” 2020-ის არჩევნებზე ჩაიდინა.
ეს უკვე ნათელია ამომრჩევლისთვის, ელჩებისთვის და სამწუხაროდ, ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის.“ -აცხადებს კოტე კემულარია.
ინფორმაციას „ტრიბუნას” პრესსამსახური ავრცელებს.