ბაიდენი: დიქტატორები უკან ბრუნდებიან და მათი მადა ძალაუფლების მიმართ იზრდება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ალაბამას შტატში მდებარე იარაღის მწარმოებელ ქარხანაში სტუმრობისას პერსონალს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ იარაღი, რომელსაც ისინი აწარმოებენ გმირ უკრაინელებს გადაიცემა. Lockheed Martin ქარხანაში ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები მზადდება.

“თქვენ [ქარხნის თანამშრომლებს] უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვის საშუალებას აძლევთ, მესამე მსოფლიო ომისა და ამერიკელი ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნის გარეშე. ამასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში, რუსეთის სამხედრო პირები სულელებად გამოგყავთ.

[…] თუ დიქტატორებს წინ არ აღუდგები, ისტორია გვიჩვენებს, რომ ისინი უკან ბრუნდებიან, მათი მადა ძალაუფლების მიმართ იზრდება.

ეს ბრძოლა იაფი არ დაგვიჯდება, მაგრამ აგრესიის მიტოვება უფრო ძვირი იქნება.” – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share