მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს მცხოვრებლები მეჩეთის მშენებლობის გაგრძელებას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელოვნური პრობლემების გამო, მშენებლობა უკვე დიდი ხანია აღარ მიმდინარეობს. მოსახლეობა დღეს მშენებლობის ადგილას შეიკრიბა, სადაც მიწვეული იყო სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი და სამმართველოს თანამშრომლები.
“სამწუხაროდ, მშენებლობა ხელოვნური პრობლემების გამო შეჩერდა. მერიის პასუხი სამმართველოს ბოლო წერილზე იყო, რომ სამშენებლო ტერიტორია არასასოფლო-სამეურნეო არ არის, ამიტომ უნდა შეიცვალოს ტერიტორიის დანიშნულება. ვიმედოვნებთ რომ ამ საკითხის გარდა სხვა დაბრკოლებები არ იქნება“ – განაცხადა იგიდოვმა.
ამასთან, შეიხმა აღნიშნა, რომ რაიონის გამგეობამ, ასევე შესაბამისმა ორგანოებმა არაერთხელ ითხოვეს როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით, მეჩეთის აშენების ნებართვა.