ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი “ტელეგრამში” ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ ყველას, ვინც რუსეთის წინააღმდეგაა, ომის ენით უნდა უპასუხონ. მისი განმარტებით, ომი ისაა, რასაც მათ ბავშვობიდან ასწავლიან და რაც ყველაზე უკეთ იციან.
“ყველას, ვინც დღეს რუსეთის წინააღმდეგ ყეფს – მათ მხოლოდ ომის ენა ესმით. ჩვენ კი ომის ენა ბავშვობიდან ვისწავლეთ და შეგვიძლია ვიმღეროთ, ვიცეკვოთ და ყველაფერი”,- ამბობს კადიროვი.