“ივანიშვილი სამაგალითო…პატრიოტი კაცია, რომელმაც მთელი ქონება, რომელიც უცხო ქვეყნებში დააგროვა ჩვენი ქვეყნისთვის დახარჯა”-პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის  ბანკის საქმესთან დაკავშირებული საკითხი ქვეყნის მთავრობის განსახილველი არ არის.

“მოვისმინე განცხადებები, რომელიც ეხებოდა ბიძინა ივანიშვილს გადარიცხვებთან და სხვა აქტვიობებთან დაკავშირებით, მოვისმინეთ ადვოკატის განცხადება, ყველა ლეგიტიმური კითხვები რაც დაისვა და  ბანკის საქმიანობას, რაც ეხება ამ საკითხზე დეტალებში არ შევალ, რადგან ეს ჩვენი მთავრობის განსახილველი არ არის.”

“ქართული ოცნების” მხრიდან შესაძლო აქციებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე პრემიერი პასუხობს, რომ აქციები თავიანთ ბელადს მოუწყონ.

“ასეთ ცინიკურ საუბარს გირჩევთ თავი დაანებეთ, ბიძინა ივანიშვილი არის სამაგალითო, პატრიოტი კაცი, რომელმაც ბოლო  20 წლის განმავლობაში  თავისი მთელი ქონების, რომელიც უცხო ქვეყნებში დააგროვა ჩამოიტანა და დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის, მან 3 მილიარდზე მეტი დახარჯა ქვეყნის განვითარებისთვის. ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაში არის სწორედ ბიძინა ივანიშივილის პოლიტიკის და პიროვნების დამსახურებაა, რომელსაც “ქართული ოცნების” გუნდი აგრძელებს, ჩვენ მოსახლეობას მშვიდობის გარანტიას. აქციები თქვენ გამართეთ თქვენი ბელადისთვის. ” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share