“ბრძოლის ველზე მდგომარეობა ბევრად უარესია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო”

“ბრძოლის ველზე მდგომარეობა ბევრად უარესია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო, – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ოლექსანდრა უსტინოვამ ვაშინგტონში, გერმანიის მარშალის ფონდის მიერ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„ფრონტის ხაზზე ახლა ჯოჯოხეთია. ახლა უფრო მეტ ადამიანს ვკარგავთ, ვიდრე ომის დასაწყისში,” – აღნიშნა დეპუტატმა.

მან შეერთებულ შტატებს მოუწოდა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები და მოიერიშე თვითმფრინავები მიაწოდონ.

ამასთან, შეხვედრაზე უკრაინელმა სამოქალაქო საზოგადოების წამყვანმა აქტივისტმა დარია კალენიუკმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ომს საბჭოთა აღჭურვილობით ვერ მოიგებს.

„ჩვენ ვერ მოვიგებთ ამ ომს საბჭოთა აღჭურვილობით, რადგან ა) რუსეთს აქვს ბევრად მეტი საბჭოთა ტექნიკა, ბ) ჩვენ ამისთვის საბრძოლო მასალას ვერსად ვერ ვშოულობთ და გ) რუსეთს მეტი ხალხი და ჯარი ჰყავს“, – აღნიშნა უკრაინელმა სამოქალაქო აქტივისტმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share