სამტრედიაში, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი დილით მდინარე გუბისწყალში ნახეს.
60 წლის კაცი 8 მაისს, საქონლის სამწყესად წავიდა, საღამოს კი შინ აღარ დაბრუნდა, რის შემდეგადაც მისი სამძებრო ღონისძიებები დაიწყო.
ცხედარი ქუთაისში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.