მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის რუსი ოლიგარქის ბოლო გაფართხალება – ამბობს, “მთავარი არხის” ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმესთან გამოცხადებულ განაჩენთან დაკავშირებით
“მაინც შოკისმომგვრელია, ვერ დავმალავთ ეს გადაწყვეტილება, რა საკვირველია, ახლა ჩვენ ვართ ყველანი გადააზრების პროცესში, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვა, ეს არის მეორე სუნთქვის გახსნა ჩვენთვის. ვიცით ყველამ, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან დაიღალა ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს მუდმივი კრიზისი, ჩვენ გვაქვს მუდმივი ბრძოლა, მაგრამ ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ კრიზისისების არის ჩვენ გამოვიწვრთვენით ამ კრიზისში და “მთავარი არხიც” სწორედ არის ამის სიმბოლო, თუ როგორ შეიძლება კრიზისებიდან შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ჩვენ მთავარი არხი, რასაკვირველია გვქონდა ფინანსური პრობლემები და მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ვართ ასე იდეურად ძალიან გაერთიანებული გუნდი და ეს გუნდი ნიკამ გაგვაერთიანა თავის დროზე და იდეა და ბრძოლისუნარიანობა სწორედ ნიკა გვარამიამ გვასწავლა, გვაქვს ვალდებულება, რომ კიდევ უფრო ძლიერები გავხდეთ, კიდევ უფრო მობილიზებულები გავხდეთ და კიდევ უფრო მტკიცედ ვიბრძოლოთ.
მე დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის რუსი ოლიგარქის ბოლო გაფართხალება ეს არის ერთი შეხედვით ძალიან სასაცილო, ამბავიც, იმიტომ რომ მანქანის გამო ამ ქვეყნის ყველაზე მთავარი მედიამენეჯერის დაჭერა, რომელიც ივანიშვილისთვის არ იყო რასაკვირველია უბრალოდ მედიამენეჯერი, ის იყო მისი ყველაზე მთავარი მეტოქე მთელი ამ წლების განმავლობაში, გვარამია იყო ის, რომელმაც შეინარჩუნა მასთან ბრძოლის ფრონტი წლების განმავლობაში ნიკას არ შეშინებია არასდროს არაფრის, არც და შეშინების მისი ბოლო განცხადებები იყო, წარმოუდგენელი ღირსების დემონსტრირება მან თქვა, რომ ყველაფრისთვის მზად არის და ძალიან მშვიდად შეხვდა ამ გადაწყვეტილებასაც მშვიდად შეხვდა იმასაც და ისიც რომ არის მხოლოდ დროებითი”, – ამბობს ეკა კვესიტაძე.