ფილმ „მეცხრე რაზმის“ ვარსკვლავი, რუსი მსახიობი არტურ სმოლიანინოვი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მედიასთან კონტაქტზე გამოდის. მსახიობი კატერინა გორდეევასთან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის ქმედებას უკრაინასთან ომში გამართლება არ აქვს.
„მე ვაკეთებ არჩევანს – ვთქვა, თუ გავჩუმდე. ახლა შემიძლია, მშვიდად დავიძინო, მაგრამ შევძლებ ამას ხვალ? მე შემრცხვება, ჩავიხედო სარკეში, ჩავხედო თვალებში ჩემს შვილებს. მრცხვენია ყველა რუსის გამო, ვისაც თავისი ქვეყნის ქმედებების არ რცხვენია“ – ამბობს მსახიობი. სმოლიანინოვის თქმით, მას ესმის იმ ადამიანების, ვინც ახლა დუმილს ამჯობინებს. არტისტი მიიჩნევს, რომ დღეს რუსეთის ყველა მოქალაქე გარემოებების მსხვერპლია.