საერთაშორისო სამართალში არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რომელიც პატიმრობის პოლიტკურ ნიშნებზე მიუთითებს და ნიკა გვარამიას საქმეში, ასეთი რამდენიმე პუნქტი იკვეთება – ეს განცახდება, დღეს Human Rights Watch-ის საქართველოს წარმომადგენლობაში გააკეთეს.
გავლენიანი ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ კრიტიკული მედიამენეჯერის დაკავება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და მედიის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.
ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი მედიის მენეჯერი ნიკა გვარამია იმყოფება ციხეში, იმ ბრალდებით, რომლითაც იმყოფება, ეს პირდაპირ ურტყამს მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას ქვეყანაში. ჩვენ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2012 წელს მიღებული რეზოლუციით, რომელიც აყალიბებს ხუთ კრიტერიუმს. ამ ხუთი კრიტერიუმიდან ერთ-ერთი მაინც თუ აკმაყოფილებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან, ნიკა გვარამიას შემთხვევაში რამდენიმე კრიტერიუმთან გვაქვს საქმე, – ამბობს Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი გიორგი გოგია.