“მოუსმინეთ მეგობრების მეგობრულ კრიტიკას” – მარინა კალიურანდი “ოცნებას” მიმართავს

“მოუსმინეთ მეგობრების მეგობრულ კრიტიკას” –  გავლენიანი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი “პირველებთან” ინტერვიუში ხელისუფლების ანტიდასავლურ პროპაგანდას ეხმიანება. ევროდეპუტატი ამბობს, რომ კრიტიკა “ქართულმა ოცნებამ” სერიოზულად და ყურადღებით უნდა მოისმინოს, რადგან ქვეყანა ახლა ყველაზე კრიტიკულ მომენტშია.

ცოტა ვერ გავიგე, მე ვარ კრიმინალი? თუ ვინ ვარ? რას ნიშნავს კრიმინალების მფარველი? პოლიტიკოსები საკუთარ განცხადებებში თავისუფლები ვართ, მაგრამ თუ კრიტიკა მოდის ევროპარლამენტიდან და პარტნიორებიდან, რომლებიც რეალურად ზრუნავენ საქართველოს მომავალზე, ქართველ ხალხზე და რეფორმებზე. ჩემი რჩევა იქნება, რომ მიიღოთ ჩვენი კრიტიკა სერიოზულად. ევროპარლამენტარებს გვაქვს უფლება,  რომ გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრება, შთაბეჭდილება, ჩემი რჩევა იქნება, რომ უსმინოთ მეგობრებს და მეგობრულ კრიტიკას ასევე სერიოზულად. საქართველო ძალიან კრიტიკულ პერიოდშია: ომი უკრაინაში, წევრობის განაცხადი, ევროკომისიის დასკვნა ახლოვდება. ეს ყველაფერი ძალიან კრიტიკული ასპექტებია, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

დასავლელი პოლიტიკოსი “პირველებთან” ინტერვიუში ასევე ამბობს, რომ თუ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებას არ დაუბრუნდება, ევროკავშირს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება გაუჭირდება.

სასამართლო რეფორმა და 19 აპრილის შეთანხმება მთავარია თქვენი ევროინტერგარციისთვის. შარლ მიშელმა, რომელმაც დიდი ძაისხმევა ჩადო მოლაპარაკებებში, უნდა დაიცვას საქართველოს კანდიდატურა ევროკავშირში. ეს არ არის მისთის მარტივი, განსაკუთრებით მედიაციის ჩაშლის და შეტანხმების შეუსრულებლობის შემდეგ. როგორ წარმოგიდგენიათ? ის წავიდეს ევროკომისიაში და თქვას, რომ მართალია, ამ დოკუემნტს თავდაპირველად არ შეუერთდნენ, მართალია შემდეგ საერთოდ უარყვეს და ჩაშალეს, თუმცა საქართველო მაინც უნდა გახდეს კანდიდატის. ეს მან როგორ უნდა შეძლოს? დაივიწყეთ წარსული. თუ ყოველდღიურ პარტიულ ინტერესს არ დაივიწყებთ, ვერ წახვალთ წინ. ამ შესაძლებლობას თუ ვერ გამოიყენებთ, მე ვშიშობ და არ ვიცი, ეს ფანჯარა გაიხსნება თუ არა თქვენთვის ისევ მალე და ეს იქნება უზარმაზარი, უდიდესი ტრაგედია ქართველი ხალხისთის, – თქვა ევროპარლამენტარმა.

ევროდეპუტატმა  ოპოზიციასაც მიმართა და მათ მოუწოდა, დადგნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა.

ჩემი რჩევა მიემართბეა ყველა ქართველ პოლიტიკოსს რომ იყვნენ ერთად, დადგნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და ეროვნული ინტერესი დააყენონ პირველ ადგილას. დაივიწყეთ პოლარიზაცია. თქვენ მუშაობთ მომავალზე და თქვენი ქვეყნის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, მიიღებთ თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, – განაცხადა კალიურანდმა.

მარინა კალიურანდი “თავარი არხის დამფუძნებლის დაკავების თემასაც შეეხო და თქვა, რომ ეს დასანანი იყო. მისი შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობასტან დაკავშირებით კითხვები ჯერ კიდევ არსებობს, ამის გაკეთება არ ძეიძლებოდა.

ნიკა გვარამიას დაკავება დასანანი იყო, რადგან ეს მაშინ ხდება, როცა ჯერ კიდევ გვაქვს კითხვები სასამართლოს დამოუკიდებლობის და პოლიტიკური მოტივებისგან თავისუფლების შესახებ. გვაქვს კითხვები რეფორმების შესახებ, ამიტომაცაა, რომ ეს პროცესი პოლიტიზირებულად აღიქვა სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოებამ. მე არ ვერევი თქვენს შიდა პროცესებშის, თუმცა მოგიწოედებთ, გაითვალისწინოთ კანონი და მისი უზენაესობა და არა შეხედულებები და აღქმები, – თქვა კალიურანდმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share