ბოდბელი მიტროპოლიტის მორიგი ქადაგება უკრაინაზე და აზოვის ბატალიონის გმირ მებრძოლებზე, რომელთა დანახვამაც ტყვეობაში, მისივე მტკიცებით, “გული მოუკლა”:
“გული მომიკლა იმან აზოვში, ფაქტობრივად, რუსებს ტყვედ ჩაბარდნენ. ყველაზე ცუდი რაც იყო, ტელევიზიით ვუყურე, მე ინგლისურ გადაცემებსაც ვუყურებ, სხვა უცხოურ გადაცემებსაც, რუსულიც ვნახე და ერთი ამაყად ამბობდა, როგორც გვეგონა იმაზე უკეთ ვართ, საჭმელსაც კარგად გვაჭმევენო. ხალხი, რომელიც ცოტა ხნის წინ თავის დადებას და სიკვდილზეც მიდიოდა ხალხის გადასარჩენად, აი, ტყვეობამ რა დღეში ჩააგდო. ვინც არ უნდა გითხრას, მე რომ ვიბრძოდე, მთავარსარდალი კი არა, ვინც არ უნდა მითხრას, როგორ შევწყვეტ ბრძოლას, ტყვედ ჩავარდნას თან იმათთან მოვერიდებოდი” თქვა იაკობმა.
მღვდელმთავარი “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსად, ფიქრობს, რომ “უგუნურ” ადამიანებს საქართველოს ომში ჩართვა უნდათ:
“ჩვენც გვმართებს დაფიქრება, ხშირად მოგვიწოდებენ ომისკენ ხომ ხედავთ?! და როგორი ადამიანები მოგვიწოდებენ, საქართველოში რამე სიკეთე აქვთ გაკეთებული? ან თვითონ უკრაინაში ცხოვრობენ, ხელისუფლების სხვადასხვა შტოდან არიან, უკრაინისთვის სასიკეთო რა უნდა გააკეთონ, როცა მე ვფიქრობ, რომ რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ, სრული უგუნურებაა, ისინი არიან უგუნურები. მე ჩემი ხელისუფლება იმისთვის მყავს, არც მოსკოვს მოუსმინოს, არც ბრიუსელს, არც ვაშინგტონს მოუსმინოს, არც სხვას, თავის ხალხს უნდა მოუსმინოს. აბა ამერიკასთან მიდი და გაუბედე, რასაც გიზამს არავის გაუყო მერე. ვინ არიან ისინი, ეს უგუნური ადამიანები, რამდენი ხანია რაც ომი დაიწყო, დახმარების მეტს რას ვაკეთებთ და რა უნდათ ახლა იმათ ჭკუაზე ვიაროთ? ჩვენ იმათ ჭკუაზე არასდროს ვივლით. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იმისთვის უნდა იყოს, რომ თავის ხალხისთვის იფიქროს” ამბობს იაკობი ქადაგებისას.