“უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 15-20 წელი ვერ დასრულდება”

საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროპულ საქმეთა საკითხებში, კლემენტ ბონიმ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი “15-20 წელი ვერ დასრულდება.

“ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები. თუ თქვენ ამბობთ, რომ უკრაინა ევროკავშირში 6 თვეში ან 1-2 წელიწადში გაწევრიანდება, იტყუებით. ამას დიდი დრო სჭირდება, ალბათ 15 ან 20 წელი”,- თქვა მან ფრანგულ რადიოსთან 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share