“ეხლა ჩამოვედი ევროპიდან. დიდი დროშები უკრაინის მარტო იცით როგორ იყო? სადაც ეწერა, რომ დავეხმაროთ. და მართლაც დასახმარებელია. ჩვენთან, ჩვენი დროშის პატივისცემა რომ არ აქვთ პირდაპირ ყველას უკრაინის დროშა აქვთ გამოტანილი ისე უჭერთ მხარს და რა უნდათ ჩვენგან ხო?! იმათ ჭკუაზე ვიაროთ?! იმათ თავიანთ თავს მიხედონ და ქვეყანას მიხედონ. ვაჟკაცურად ვინც იბრძოდნენ, გარღვევა ვერ გააკეთეს და ტყვეებად ჩააბარეს ისინი, ნუ დაავიწყდებათ…
მიხვდნენ, რომ ისინი არიან, ვინც გარედან დაძახილს აყვება ხოლმე, ვინც არ უნდა იყო ის ხო, როდესაც აღა მაჰმად ხანი და ვიღაცები შემდიოდნენ, კარებს რომ უღებდნენ ჩვენი ქვეყნის მტრები, მაგენი არიან იმათ შთამომავლები, არ არიან ქართველები და ნუ ლაპარაკობენ ქართველობაზე…
მკაცრი, ვარ მაგრამ აღარ შეიძლება. მსოფლიოში ასე რომ ლაპარაკობენ, გამოგვიყვანენ, რომ ჩვენ დავაძალეთ რუსეთს რო ომობს ეხლა რა. თურმე რა შეგვძლებია. გაზზე ხო, გამდიდრდა რუსეთი ორჯერ მეტი შემოსავალი აქვს ვიდრე შარშან ჰქონდა. გაზი უკრაინაზე გადის საქართველოზე კი არა. ჩვენთან რომ გადიოდეს, ხომ წარმოგიდგენიათ რას გვიზამდა….მართლა კუმ ფეხი გამოყოო მასე გამოდით, ჭკვიანად იყვნენ რა, თორე ადრე თუ გვიან შევხვდებით და პასუხსაც მოვთხოვთ, ნუ გვექცევიან მასე ქართველებს, ღირსებას ეხებიან უკვე”
ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის ქადაგება ნიკოლოზობაზე.