ოპოზიცია არ გატყდა, ესაა დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობა

ოპოზიცია არ გატყდა, ესაა დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობა- თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფორმულას გადაცემა პოლიტმეტრში ოპოზიციის ბოიკოტთან დაკავშირებით. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.

“დემოკრატიას ჩვენ დღეს ვაშენებთ და ეს ძალიან ნათლად გამოავლინეს ქართველმა ოპოზიციონერებმა, როდესაც მიუხედავად ამ გზავნილებისა, რომ შესულიყვნენ [პარლამენტში] და ამ ეტაპზე თვალი დაეხუჭათ რაღაც დარღვევებზე, ოპოზიცია არ გატყდა და ეს საამაყოა და ეს არის წინაპირობა დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების, ასე ხდება დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება – ბრძოლაში. ”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share