ზელენსკიმ თქვა, რა მოხდება, თუ მას მოკლავენ – გეგმა B

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა გეგმა B-ზე, თუ მას მოკლავენ. მისი განმარტებით, უკრაინის ხელისუფლებამ აქვს სხვადასხვა ვარიანტი ქვეყნის ხელმძღვანელობის რომელიმე წევრის მკვლელობის შემთხვევაში.

“მოვემზადეთ და დავყავით, მე, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. ჩვენ გვესმოდა, რომ თუ რაიმე დანაკარგი იქნებოდა, ამ პროცესისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით. მინისტრთა კაბინეტი ორ ნაწილად გავყავით, რომ ასეთი შედეგებისგანაც კი ყოფილიყო ქვეყანა დაცული”, ,– აცხადებს ზელენსკი.

მას კითხვა გაუმეორეს, იგეგმებოდა თუ არა რამე, თუ რუსების ერთ-ერთი მცდელობა მისი  მკვლელობით დასრულდებოდა.

“იმდენი ძალისხმევა დახარჯა ხალხმა, თავისი ენერგია და ფული… მე მზად ვარ დავეხმარო… მაგრამ დილით ისევ ვიღვიძებ. ამიტომ ამას ფილოსოფიურად ვუდგები. ასეთი საფრთხე ყოველდღიურად არსებობს, მაგრამ სანამ ცოცხალი ვარ… ეს არ არის ჰოლოგრამა, მე ნამდვილად გელაპარაკებით”,– აღნიშნა ზელენსკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share