საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 4 ივნისს, 12:00 საათზე სვეტიცხოვლის ტაძარში ერეკლე მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი აღესრულება.
„დღეს საქართველოს საპატრიარქოს სახელით ტაძრების წინამძღვრებს დაეგზავნათ შეტყობინება. ინფორმაციის გასაცნობად უცვლელად გთავაზობთ შეტყობინების შინაარსს:
გაცნობებთ, რომ შაბათს, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი.
გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს”. – წერია განცხადებაში.