უკრაინის სუს-ის პრესსპიკერის, არტიომ დეხტიარენკოს ინფორმაციით, უკრაინამ ოკუპანტების დოკუმენტები მოიპოვა, რომლის გამოყენებითაც რუსეთი ომის გამართლებას ცდილობს.
როგორც დეხტიარენკო ამბობს, რუსეთის მოქალაქეებისთვის ამ დრომდე გაუგებარია, რატომ იყო ომი ერთადერთი გამოსავალი. მისივე თქმით, ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად უკრაინული არხების გათიშვას და რუსული პროპაგანდული გადაცემების ჩართვას აანონსებენ.
“უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოიპოვა წვდომა ოკუპანტების ისეთ დოკუმენტებთან, რომელთა გამოყენებითაც რუსები უკრაინაში მიმდინარე ომის გამართლებას ცდილობენ. ირკვევა, რომ რუსეთის მოსახლეობას დღემდე ვერ გაუგიათ, თუ რატომ იყო ომი ერთადერთი გამოსავალი. ამისთვის რუსები ცდილობენ მოიფიქრონ ახალი არგუმენტები და ხალხის თვალში უკრაინაში შეჭრა გაამართლონ. ტყვედ ჩავარდნილმა და დაკავებულმა რუსებმა არაერთხელ დაადასტურეს ადამიანების მკვლელობაში, წამებაში და გაუპატიურებაში მონაწილეობა. ასევე შინაური ცხოველების დახოცვა და ჭამა. ხალხის მხარდაჭერის მოსაპოვებლად უკრაინული არხების გათიშვას და რუსული პროპაგანდული გადაცემების ჩართვას აანონსებენ”, – თქვა არტიომ დეხტიარენკომ.