პროტესტი პარლამენტს შიგნით და გარეთ – ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან გამოჩენა ვერ გაბედა, თუმცა მათი მოსმენა მაინც მოუწია

პრემიერის გამოსვლა პარლამენტში პროტესტის ფონზე შედგა. კრიტიკული მედია დღეს პარლამენტის წინ კონკრეტული გზავნილით ისევ გაერთიანდა. გათავისუფლდეს ნიკა გვარამია, დასრულდეს პოლიტიკური რეპრესიები და დაუბრუნდეს  ”ქართული ოცნება” აცდენილ დასავლურ კურსს. ღარიბაშვილმა დღეს პირველად არ ისარგებლა ტრადიციული საავტომობილო შესასვლელით, მან სათადარიგო გზა გამოიყენა, რომ ჟურნალისტების საპროტესტო ხმა ვერ გაეგო. მთავრობის მეთაურს დიდი ძალისხმევის მიუხედავად, აქციის იგნორირება არ გამოუვიდა.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share