ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ცნობილი ლიეტუელი თეატრალური რეჟისორი, რიმას ტუმინასი მეუღლესთან, ინგა ტუმინიენესთან და გრიბოედოვის თეატრის დირექტორთან ნიკოლაი სვენტიცკისთან ერთად ეწვია.
განსაკუთრებულ სტუმრებს მასპინძლობა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ გაუწია.
ვასილ ჩიგოგიძემ რეჟისორ რიმას ტუმინას თეატრის ისტორია გააცნო და ფონდ ქართუს მიერ ახლადრეაბილიტირებული თეატრის შენობა დაათვალიერებინა, რეჟისორი სამი თეატრალური სივრცით, ტექნიკური შესაძლებლობებით და რადიო თეატრით მოიხიბლა, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბატონმა რიმას ტუმინასმა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის დადგმის უდიდესი სურვილი გამოთქვა.
რიმას ტუმინასი ყოფილი საბჭოთა, ლიეტუელი და რუსი (ვახტანგოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი) თეატრალური რეჟისორი გახლავთ, მის ჯილდოებს შორის არის: ,,ოქროს ნიღაბი“, ,,მეგობრობის ორდენი“ და ა.შ. ის გახლავთ საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში პირველის თეატრალური პრემიის ,,ბროლის ტურანდოტის“ სამგზის ლაურეატი სპექტაკლებით: ,,ძია ვანია“(2011), ,,ნავსაყუდელი“ (2012), ,,ევგენი ონეგინი“ (2013)