დიღმის მასივში გვიან ღამით მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების მიზეზად ახალგაზრდა ქალი სახელდება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ უშუალოდ ე.წ. გარჩევამდე და ცივი იარაღის გამოყენებამდე, იყო ჩხუბი და ხმაური. დაჭრილი 2 კაციდან, ერთს ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული, მეორეს კი ზურგის. ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.
“ისმოდა გინება, მთელი კორპუსები დაბლა იდგა და დავინახე, რომ ახალგაზრდა ბიჭი სისხლიანი, აქ იდგა, ქამარი გადაუჭირეს და მიარბენინებდნენ ქვემოთ. ჩხუბი იყო, მაგრამ ხმა მე არ გამიგია. ხმაური იყო, მაგრამ ზოგადად სკვერია და იქ ხმაური სულ არის. მოტივი არ ვიცი, სავარაუდოდ, უცხოები იყვენენ”, – ამბობს ადგილობრივი.
ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე ახალგაზრდაა გადაყვანილი, მაგრამ “მთავარი არხის” ინფორმაციით, დაკავებული არავინაა.