“ქართულმა ოცნებამ თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის მხარე აირჩია. საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთთან ფრონატაციისა და დაპირისპირების ყველაზე ცუდი მიმართულება აირჩია, რაც მათ კიდევ ერთხელ აყენებს რუსულ ხაზზე, იმიტომ რომ მათ დღეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი უპირისპირდება. იმის მაგივრად რომ ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება მუშაობდეს ევროკომისიასთან, მათ შორის ევროპარლამენტარებთან, პრაქტიკულად ცეცხლია გახსნილი და ეს კონფრონტაცია კიდევ უფრო ღრმავდება, რაც მე ვფიქრობ რომ ამ პროცესისთვის, რისი შანსიც ჯერ კიდევ არის, რომ ევროკომისიაში საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის და მისი პერსპექტივისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ, ხელისუფლება თავის ქმედებებით კიდევ უფრო ამძიმებს” – ევროპული საქართველოს წევრი გიგი წერეთელი.