ადამიანებს საუკუნეთა განმავლობაში მრავალი დაბრკოლების და უბედურებების გადატანა მოუწიათ. აი რამდენიმე მათგანიც:
ჩუტყვავილა
მე-8 საუკუნეში ჩუტყვავილას ეპიდემიის შედეგად იაპონიის მოსახლეობის დაახლოებით 30% გარდაიცვალა, მე -20 საუკუნეში კი მსგავსი ეპიდემია განმეორდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. ევროპელების კოლონიზაციის გამო, ამ მიწებზე მხოლოდ გასულ საუკუნეში 300-500 მილიონი ადგილობრივი მკვიდრი გარდაიცვალა, ხოლო ჩუტყვავილას ვაქცინაცინები მხოლოდ მე -20 საუკუნის 50-იან წლებში გამოჩნდა.
შავი ჭირი
XIV საუკუნეში ევროპაში 75 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა შავი ჭირის ანუ შავი სიკვდილის გამო. იმ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი ევროპის მოსახლეობის მესამედს უტოლდებოდა, ამიტომ
ზოგი ქალაქი მთლიანად დაცარიელდა. ცნობილია, რომ ტკიპები და ვირთხების წურბელები დაავადების ძირითადი გადამტანები იყვნენ, ამიტომ ექიმებიც რისკის ქვეშ იყვნენ. თავის დასაცავად, იმ დროის ექიმებს ცვილისგან გაჟღენთილი მოსასხამი და თავისებური ნიღბები ეკეთათ, რომლებსაც სპეციალურ სითხეებს ასხამდნენ სხეულის სუნი რომ დაეფარათ. შავი ჭირი XIX საუკუნემდე უკურნებელ სენად ითვლებოდა.
წითელა
დღესაც კი, წითელას სერიოზული პრობლემების მოტანა შეუძლია. ითვლება, რომ ამ დაავადების გამო გაქრა ინკების ცივილიზაცია, ისევე როგორც ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის მოსახლეობა. საერთო ჯამში, წითელას თითქმის 200 მილიონი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ესპანური გრიპი
კაცობრიობის ისტორიასი ყველაზე საშინელი ეპიდემიაა. მას 50-100 მილიონამდე ადამიანი შეეწირა სულ რაღაც 2 თვის განმავლობაში.
ქოლერა
XIX საუკუნეში ამ ეპიდემიის გამო დაახლოებით 15 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემიის მიზეზი კი ფეკალიებისგან დაბინძურებული სასმელი წყალი გახდა.
ტუბერკულოზი
მისგან საერთო ჯამში 100 000 მდე ადამიანი დაიღუპა და დღესაც კი გვხვდება.
მალარია
უძველესი დროიდან მალარია ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად ითვლება. მან ხომ ძველ ეგვიპტეში ფარაონი ტუტანჰამონი შეიწირა. დღეს მალარია მხოლოდ რამდენიმე რეგიონშია, მაგრამ, მიუხედავად გავრცელების ვიწრო რეგიონისა, ყოველწლიურად მალარიით 300-500 მილიონი ადამიანი ავადდება.
შიდსი
შიდსი XXI საუკუნის შავ ჭირად ითვლება. ოფიციალური სტატისტიკით მისგან 34 მილიონი ადამიანი დაავადდა, აქედან კი 30 მილიონი გარდაიცვალა. ტუმცა შიდსით დაავადებულები შეიძლება გაცილებით მეტნი იყვნენ, რადგან ეს მხოლოდ ოფიციალური სტატისტიკა.