სამოქალაქო მოძრაობა “თავისუფლებისთვის” კვირას, 19 ივნისს ოზურგეთში აქციას აანონსებს. განცხადებას ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს:
სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის გამართავს აქციას #ევროპისკენ #თავისუფლებისთვის 19 ივნისს, კვირას, 15 საათზე, ქ. ოზურგეთში, ჭადრების ბაღში.
მოგიწოდებთ ყველას, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, გარდა მოღალატეობრივი, კრემლისტური დაჯგუფებისა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მომავალი, მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა, დავივიწყოთ როგორც ინდივიდუალური, ასევე პარტიული ინტერესი, გავერთიანდეთ და ამ ისტორიულ მომენტში საქართველოს მოქალაქეებმა ვთქვათ ჩვენი გადამწყვეტი სიტყვა, კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული არჩევანი.
ვერთიანდებით #თავისუფლებისთვის #ევროპისკენ! – ნათქვამია განცხადებაში.